20:43 12 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0646
  • 100 RUB4.4399
  • USD3.4260
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
152 0 0

საქართველოს ოპოზიციური ძალები მმართველი პარტიისგან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვას მოითხოვენ

თბილისი, 8 იანვარი – Sputnik. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის თარიღი ჯერჯერობით უცნობია, აცხადებენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

საქართველოს პარლამენტმა თითქმის ერთი თვის მანძილზე ერთპარტიულ რეჟიმში იმუშავა, თუმცა, იანვრის დასაწყისში ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა პარლამენტში შესვლაზე მზადყოფნა გამოთქვეს. დეპუტატებმა ფრიდონ ინჯიამ, გელა მიქაძემ და დავით ზილფიმიანმა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ პარტია დატოვეს, ისინი ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას გეგმავენ. 

ახალი პოლიტიკური ძალის სახელწოდება იქნება „ევროპული სოციალისტები“. მომავალ შაბათს პარტიის პირველი სხდომაა დაგეგმილი, რომელზეც წარმოდგენილი იქნება მთელი გუნდი.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, რომლებმაც არჩევნებში ბარიერის გადალახვა შეძლეს, კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან. ამ დროის მანძილზე დასავლელი დიპლომატები ოთხი რაუნდის განმავლობაში ცდილობდნენ  ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლაზე, ხელისუფლების კი – გარკვეულ დათმობებზე წასვლაზე დათანხმებას. თუმცა, უშედეგოდ.

„ველოდებით, რომ მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი  იანვრის ბოლომდე გაიმართება. ჩვენ „ქართული ოცნებიდან“ პასუხს, კონკრეტულ ნაბიჯებს ველოდებით. ხელისუფლებას  ჯერჯერობით მზადყოფნა არ გამოუხატავს, მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, ხელისუფლება აქტიურად წამოვა მოლაპარაკებებზე“, – განაცხადა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელმა სერგო ჩიხლაძემ.

პარტია „ვროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ლევან თარხნიშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციის ყველა მოთხოვნა ძალაში რჩება.

 „მთავარი მოთხოვნა – ვადამდელი არჩევნებია, რამდენადაც ჩვენ ვთვლით, რომ ეს სიტუაციიდან გამოსვლის ერთადერთი გზაა... მეორე – ვადამდელი არჩევნები ხარისხობრივად ახალ გარემოში უნდა ჩატარდეს. მესამე – არჩევნები ახალმა საარჩევნო ადმინისტრაციამ უნდა ჩაატაროს. ასევე, ჩვენ ვაგრძელებთ პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნას“, – განაცხადა თარხნიშვილმა.

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ კომპრომისზე უნდა წავიდეს. 

 „ქართულ ოცნებას“ დიდი პასუხისმგებლობა, მათ შორის, მანევრირების დიდი სივრცე აქვს. თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ მისგან კონკრეტული წინადადებები არ მოგვისმენია. რაუნდი რაუნდისთვის არ უნდა ჩატარდეს, იგი იმისთვის უნდა გაიმართოს, რომ ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდან გამოვიდეს“, – განაცხადა დეკანოიძემ.

თავის მხრივ, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მოლაპარაკებები გრძელდება და კონსენსუსის მიღწევა „ჯანსაღ ოპოზიციურ პარტიებთან“ რეალურია.

 „რეალურია იმ ჯანსაღ ოპოზიციურ ძალებთან შეთანხმების მიღწევა, რომლებმაც უარი განაცხადეს ანტიდასავლურ კამპანიასა და დესტრუქციულ სცენარზე“, – განაცხადა პარლამენტის საგარეო საქმეთა  კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.

საქართველოს საპარლამენტო ოპოზიცია ამტკიცებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის 31 წლის საპარლამენტო არჩევნები ამომრჩეველზე ზეწოლისა და კენჭისყრის შედეგების გაყალბების გზით მოიგო. სწორედ ამას უკავშირდება მათი პროტესტი და ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილის უარი სადეპუტატო მანდატებზე. ამასთან, საერთაშორისო დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ არჩევნები თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში, სერიოზული დარღვევების გარეშე ჩატარდა.

მთავარი თემები