06:42 19 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9801
  • 100 RUB4.4446
  • USD3.2994
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
1355 0 0

პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკა გადაიღო

თბილისი, 2 იანვარი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველოს“ ლიდერსა და პარლამენტის ექს–სპიკერ ნინო ბურჯანაძეს მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებას გამბედაობა არ ჰყოფნის რუსეთთან პირდაპირ დიალოგზე წასასვლელად.

„ქართული ოცნება“ ვერ იღებს გადაწყვეტილებას, წავიდეს რუსეთთან მოლაპარაკების პროცესზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყნისთვის აუცილებელია. ივანიშვილს ნებისმიერ ფასად სურს ხელისუფლების შენარჩუნება თითქოს პროდასავლური პოლიტიკის გზით“, — განუცხადა ბურჯანაძემ გაზეთ „კომერსანტს“.

ამასთან პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ მმართველმა პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიულმა საქართველომ“ ქვეყნის ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკა გადაიღო.

„ახლა „ქართული ოცნება“ სააკაშვილის პოლიტიკას იმეორებს ბევრ სფეროში, თანაც მხოლოდ ცუდს. მისგან გადაიღეს ტრენდიც, რომ თუ პოლიტიკოსის დისკრედიტირება გინდა, პრორუსად უნდა მონათლო“, — აღნიშნა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ასეთი იარლიყი პოლიტიკოსს ამომრჩევლების სერიოზულ რაოდენობას აკარგვინებს, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს შორის.

ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლებას აუცილებლად ესაჭიროება რუსეთთან დიალოგი.

  • „როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაეროში სარგეი ლავროვს შეხვდა [2019 წლის სექტემბერში], საქართველოს ხელისუფლებამ ეს სასტიკად გააკრიტიკა, მერე კი შეხვედრის შედეგებზე თვალს ხუჭავდნენ. ეს ხომ უარყოფით გავლენას ახდენს ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებზე“, —  თქვა ბურჯანაძემ.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს გაწყვიტა მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლებამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა. დიალოგი საქართველოსა და რუსეთს შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და პრაღაში ორი ქვეყნის დიპლომატების — ზურაბ ჯაფარიძისა და გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული.

 

მთავარი თემები