03:05 18 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
105 0 0

დამდეგი ახალი წლის მილოცვის თბილი სიტყვების გარდა ელჩმა, მისმა მეუღლემ და მუსიკოსმა ზაზა ხუციშვილმა მოსახლეობას მუსიკალური საჩუქარიც მიუძღვნეს

თბილისი, 31 დეკემბერი – Sputnik. ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა მეუღლე მეტესთან და მუსიკოს ზაზა ხუციშვილთან ერთად საქართველოს მოსახლეობისთვის უჩვეულო საახალწლო საჩუქარი მოამზადა.

იმპროვიზირებულმა ტრიომ საქართველოში პოპულარული სიმღერა, იაკობ ბობოხიძის „ფიფქები“ ჩაწერა. ჰარცელი დასარტყამ ინსტრუმენტებს მიუჯდა, ხოლო მეტემ ბას–გიტარა აიღო ხელში.

სადღესასწაულო ვიდეო საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის Facebook–გვერდზეა განთავსებული.

ჰარცელმა არა მარტო მიულოცა დამდეგი ახალი წელი მოსახლეობას, არამედ 2020 წელიც შეაჯამა.

ელჩმა მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს სოლიდარობისთვის, ევროპული ქვეყნების მხარდაჭერისთვის პანდემიასთან ბრძოლაში, მადლიერება გამოთქვა ევროკავშირის მიმართ საქართველოს უპრეცედენტო მხარდაჭერისა და ანტიკრიზისული გეგმის განხორციელებაში დახმარებისთვის.

განსაკუთრებული მადლობა ჰარცელმა ქართველ ექიმებს გადაუხადა, რომელთათვის ეს წელი უკიდურესად მძიმე აღმოჩნდა.

ელჩი საქართველოში პოლიტიკურ კრიზისსაც შეეხო და იმედი გამოთქვა, რომ მალე მოხდება მისი დაძლევა და მთელი პოლიტიკური ენერგია ქვეყნის გაძლიერებისა და გაერთიანებისკენ იქნება მიმართული.

„საქართველო პატარა, მაგრამ დიადი ქვეყანაა. ერთად შეგიძლიათ საკუთარი სურვილებისა და ოცნებების ასრულება. თუ ერთად იქნებით, ვერავინ შეგაჩერებთ“, – განაცხადა დიპლომატმა.

კარლ ჰარცელი იმედოვნებს, რომ 2021 წელს სიტყვა COVID უკვე ისტორია გახდება და გვირაბის ბოლოს სინათლე კიდევ უფრო კაშკაშა გახდება.

მთავარი თემები