20:45 22 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0064
  • 100 RUB4.4826
  • USD3.3010
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
119 0 0

სალომე ზურაბიშვილის საჩუქრები მიიღო 390-მა ადამიანმა. ძირითადად ესენი არიან მძიმედ დაავადებული ბავშვები, ბავშვთა სახლების აღსაზრდელები და ხანდაზმულთა პანსიონატების ბენეფიციარები

თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბავშვთა სახლებისა და ხანდაზმულთა პანსიონატების ბენეფიციარებს ახალი წელი მიულოცა, ნათქვამია პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, პრეზიდენტმა ბავშვთა სახლების და ხანდაზმულთა პანსიონატების ბენეფიციარებს საახალწლო ტკბილეულთან ერთად 100 ლარიანი სააფთიაქო და სასურსათო ვაუჩერები გაუგზავნა.

„იაშვილის კლინიკის ონკო-ჰემატოლოგიური დეპარტამენტის 47 პაციენტმა და ბერია ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის 45-მა ბენეფიციარმა 100-ლარიანი სააფთიაქო და 100-ლარიანი სასურსათო ვაუჩერი მიიღო, თბილისის და ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატების 123-მა ბენეფიციარმა - საახალწლო ტკბილეული და 100 ლარიანი სააფთიაქო ვაუჩერი, ბავშვთა ჰოსპისის „ციცინათელების ქვეყანა“ 68 ბენეფიციარმა - საახალწლო ტკბილეული და პირველადი მოხმარების საგნები, ხოლო თბილისის ექვსი ბავშვთა სახლის 107-მა ბენეფიციარმა - საახალწლო ტკბილეული“, - ნათქვამია განცხადებაში.

საერთო ჯამში პრეზიდენტის საჩუქარი 390-მა ბენეფიციარმა მიიღო.

ბენეფიციარებს საჩუქრები საქართველოს პრეზიდენტის დავალებით მისმა მრჩევლებმა გადასცეს.

მთავარი თემები