საქართველოში სამუშაო და არასამუშაო დროს დაკავებულთა უფლებები გათანაბრდება

© Constitutional Court of Georgiaსაკონსტიტუციო სასამართლო
საკონსტიტუციო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საკონსტიტუციო სასამართლომ 2021 წლის 1 ივნისამდე გაახანგრძლივა სადავო ნორმის მოქმედება, რათა პარლამენტს მიეცეს შესაძლებლობა გაათანაბროს დრო და დისკრიმინაციის საკითხი გადაჭრას.

თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ამჟამად მოქმედი ნორმა, რომელიც ადგენს, რომ არასამუშაო დროს დაკავებული პირის დაკავების ვადა 48 საათს მოიცავს, ნათქვამია სასამართლოს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ შეიტანა არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, რომელმაც დაინახა დისკრიმინაციის ნიშნები ნორმაში, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული დარღვევისთვის სასამართლოს არასამუშაო დროს დაკავებული პირის დაკავება 48 საათამდე ვადით არის შესაძლებელი, ხოლო სამუშაო დროს დაკავებულ პირთა დაკავების მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 საათს.

საკონსტიტუციო სასამართლო - Sputnik საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლომ კარანტინთან დაკავშირებით სარჩელები წარმოებაში მიიღო

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა დისკრიმინაცია აღნიშნულ ნორმაში და აღნიშნა, რომ სამუშაო და არასამუშაო დროს დაკავებულებს უნდა ჰქონდეთ თანაბარი უფლებები და ერთნაირი დაკავების ვადა.

მან ასევე დაადგინა, რომ ამხელა სხვაობა არ წარმოადგენს რაიმე ლეგიტიმური მიზნის მისაღწევ საშუალებას და აღნიშნა, რომ პირის თუნდაც 24 საათით დაკავების შემთხვევაშიც კი აღნიშნული ვადა აუცილებლად მოიცავს სასამართლოს სამუშაო დროს, და დაკავების 48 საათამდე გახანგრძლივების შესაძლებლობა ვერ აიხსნება სასამართლოს არასამუშაო დროით.

არასამუშაო დროს დაკავებების პროცესში კოლაფსის თავიდან აცილების მიზნით საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმის მოქმედება 2021 წლის 1 ივნისამდე გააგრძელა, რათა პარლამენტს მიეცეს შესაძლებლობა – გაათანაბროს დრო და დისკრიმინაციის საკითხი გადაჭრას.

ყველა ახალი ამბავი
0