22:02 22 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0064
  • 100 RUB4.4826
  • USD3.3010
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
901 0 0

აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობები დინამიურად და მრავალმხრივ ვითარდება ჩვენი ერების ნების შესაბამისად, რომელთაც ისტორიულად აკავშირებს მტკიცე მეგობრობა და კეთილმეზობლური ურთიერთობა.

თბილისი, 27 დეკემბერი – Sputnik. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მისალოცი წერილი გაუგზავნა, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.

„გულითადად გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ხელახალ დანიშვნას.

დღეს აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობები დინამიურად და მრავალმხრივ ვითარდება ჩვენი ერების ნების შესაბამისად, რომელთაც ისტორიულად აკავშირებს მტკიცე მეგობრობა და კეთილმეზობლური ურთიერთობა.

მჯერა, რომ ჩვენი კავშირები პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში, რომლებიც მუდმივად ფართოვდება, ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობა მომავალშიც ხელს შეუწყობს ჩვენი ხალხების კეთილდღეობასა და ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებას.

გისურვებთ ძლიერ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს თქვენს მომავალ საპასუხისმგებლო საქმიანობაში“, - ნათქვამია ალიევის მილოცვაში.

საქართველოს პარლამენტმა 24 დეკემბერს მთავრობის ახალ შემადგენლობას პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ნდობა გამოუცხადა. პარლამენტმა ასევე დაამტკიცა ახლა უკვე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“. პროგრამის ძირითადი მიზანია კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე არსებული კრიზისის დაძლევა, ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და განვითარება, მოქალაქეებისთვის უსაფრთხო და სტაბილური გარემოს შექმნა, სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება.

მთავარი თემები