14:13 17 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
128 0 0

სასამართლომ აღნიშნა, რომ პოლიციის თანამშრომლებისადმი მოქალაქეების უპირობო ნდობა არ უნდა არღვევდეს ნდობას სასამართლოსადმი

თბილისი, 27 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა ლევან ქებურიას სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და არაკონსტიტუციურად მიიჩნია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ორი მუხლი.

ამგვარად, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩხრეკის შედეგი იმ შემთხვევაში აღარ მიიჩნევა გამამტყუნებელი განაჩენის საფუძვლად, თუ მას დაადასტურებს მხოლოდ ის პოლიციელები, რომლებმაც ეს ჩხრეკა ჩაატარეს, ვიდეოჩანაწერისა ან სხვა პირთა ჩვენების სახით არსებული შესაბამისი ნეიტრალური მტკიცებულებების გარეშე.

სასამართლომ აღნიშნა, რომ პოლიციის თანამშრომლებისადმი უპირობო ნდობა არ უნდა არღვევდეს სასამართლოსადმი ნდობას, ამიტომ სასამართლო უნდა ხედავდეს პოლიციელთა სიტყვების დადასტურებას ნეიტრალური და თვალსაჩინო მტკიცებულებების სახით. სასამართლოს თვალსაზრისით, პოლიციელებს ყოველთვის შეუძლიათ ჩხრეკის დაფიქსირება თუნდაც მობილურ ტელეფონში არსებული ვიდეოკამერით, რაც არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს.

სასამართლომ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ პოლიციელის ჩვენება, რომელიც ოპერატიულ წყაროს ეყრდნობა, ასევე ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველი.

სასამართლომ განმარტა, რომ წყაროს ინფორმაციაზე დაფუძნებული ჩვენებები - ირიბ ჩვენებათა ფორმაა, რომელიც სასამართლოს მიერ არასამართლიანი გადაწყვეტილების მიღების რისკებს ქმნის. ამ შემთხვევაში ბრალდებულის დაცვის მხარეს არ შეუძლია ოპერატიული წყაროს გამოკითხვა, დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ წყაროს ინფორმაციის სანდოობა, რომლის საფუძველზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს, რაც მტკიცებულებათა უტყუარობას ეჭვქვეშ აყენებს.

აღნიშნული ნორმა მოქმედებს შეწყვეტს 2021 წლის 1 ივლისიდან, რათა პარლამენტს ჰქონდეს დრო შეცვალოს კანონმდებლობა კონსტიტუციის მოთხოვნებთან შესაბამისად.

 

 

მთავარი თემები