07:57 23 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პარლამენტი (243)
177 0 0

მომავალი 2021 წელი ძალზე რთული იქნება, რაც აორმაგებს როგორც მთავრობის, ისე პარლამენტის პასუხისმგებლობას, რომელსაც ოპოზიცია არ ჰყავს, მიიჩნევს პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი.

თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. მუშაობა ოპოზიციის გარეშე რთული იქნება იმ გამოწვევებისა და სირთულეების გათვალისწინებით, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას, განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ.

საქართველოს განახლებული მთავრობა ეყოლება: რას ჰპირდება მთავრობა მოქალაქეებს>>

გახარია ამჟამად პარლამენტში მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ფრაქციის წინაშე სიტყვით გამოდის და მთავრობისა და მინისტრთა კაბინეტის პროგრამას წარმოადგენს.

„ყველას კარგად გვესმის, რომ 2021 წელიც იქნება უაღრესად მძიმე და გამოწვევებით სავსე, ეს აორმაგებს როგორც მთავრობის, ისე პარლამენტის პასუხისმგებლობას, რომელსაც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ ჰყავს ჯანსაღი ოპოზიცია. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ოპოზიციის გარეშე მუშაობა საკმაოდ რთული იქნება იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომლის წინაშეც დღეს დგას ქვეყანა – როგორც გლობალური პანდემიის, ისე ეკონომიკური კრიზისისა და პოლიტიკური პროცესის თვალსაზრისით“, – განაცხადა გახარიამ.

ამ დროისათვის პარლამენტის მუშაობაში ოპოზიციური პარტიების 60 წარმომადგენლიდან არც ერთი არ მონაწილეობს. ამასთან, უმრავლესობამ უკვე ოფიციალურად განაცხადა, რომ უარს ამბობს სადეპუტატო მანდატებზე. ეს საკითხი პარლამენტმა უახლოეს მომავალში უნდა განიხილოს.

რა შეცვალა განვლილმა არჩევნებმა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში და რისთვის ემზადება ოპოზიცია>>

ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან მანდატებზე უარი პოლიტიკურმა კრიზისმა გამოიწვია, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მმართველმა პარტიამ არჩევნები გააყალბა.

თემები:
საქართველოს პარლამენტი (243)

მთავარი თემები