20:48 12 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0646
  • 100 RUB4.4399
  • USD3.4260
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს თავდაცვა (126)
174 0 0

რეფორმის შედეგად ორი-სამი წლის შემდეგ თავდაცვის ძალები მიიღებენ ყველა წვევამდელს - 7-8 ათას ადამიანს, მიიჩნევს ღარიბაშვილი

თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. გაზაფხულზე საქართველოს პარლამენტში შევიდა კანონპროექტების პაკეტი ვადიანი სამხედრო სამსახურის რეფორმის შესახებ, რომლის შედეგად ყველა წვევამდელი იმსახურებს თავდაცვის სისტემაში, განაცხადა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოში სამხედრო სამსახურში იწვევენ 18-დან 27 წლის ახალგაზრდებს. დღეისათვის ყველა წვევამდელი ნაწილდება შემდეგ უწყებებში: თავდაცვის ძალები, პენიტენციური სამსახური, შსს-ს გასამხედროებული ქვედანაყოფი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. ამასთან, თავდაცვის ძალებსა და პენიტენციურ სამსახურში, როგორც წესი, წვევამდელთა თანაბარი რაოდენობა ხვდება.

ღარიბაშვილის თქმით, რეფორმა წელს იგეგმებოდა, მაგრამ პროცესი პანდემიის გამო შეჩერდა. გაზაფხულზე, როგორც კი ამის შესაძლებლობა იქნება, თავდაცვის სამინისტრო ვადიანი სამსახურის რეფორმის სრული პაკეტი იქნება წარმოდგენილი. თუმცა, მისი თქმით, ეს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროზე არაა დამოკიდებული. კანონპროექტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ვადიანი სამსახური გაიარონ მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში, განაცხადა ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, რეფორმის შედეგად უკვე ორი-სამი წლის შემდეგ თავდაცვის ძალები მიიღებენ ყველა წვევამდელს - 7-8 ათას ადამიანს.

მისი თქმით, სამხედრო უწყება იღებს პრეტენზიებს იმასთან დაკავშირებით, რომ თავდაცვის ძალებში მოხვედრილი წვევამდელი საბრძოლო მომზადების კურსს გადის, შემდეგ კი „ყარაულის“ ფუნქციას ასრულებს. მინისტრობის კანდიდატის თქმით, საჭიროა მთლიანი სისტემის შეცვლა, რათა ყველამ გაიაროს ჯარი.

გარდა ამისა, მისი თქმით, დიდი აქცენტი კეთდება სარეზერვო სამსახურზე, რისთვისაც ყველა მუნიციპალიტეტში რეკრუტირების ცენტრები გაჩნდება.

სავალდებულო სამსახურის ვადა 12 თვეს შეადგენს.

მოქმედი კანონმდებლობით, ჯარში სამსახურისგან თავისუფლდებიან: საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც სამხედრო სამსახური სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალებში აქვთ გავლილი; ნასამართლევი არიან სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის; ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურისათვის უვარგისად არიან ცნობილი; გავლილი აქვთ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური; არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე;

ვადიანი სამხედრო სამსახურისგან შეიძლება გათავისუფლდეს ასევე ერთადერთი ვაჟი ოჯახში, რომლის ერთი წევრი მაინც დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში ან სამხედრო სამსახურის გავლისას.

სამსახურის გადავადება შესაძლებელია, თუ წვევამდელზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. არის სკოლის მოსწავლე, სტუდენტი, დარეგისტრირებულია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ერთადერთი ვაჟია ოჯახში ან ჰყავს ორი და მეტი შვილი და სხვ. შეღავათებით სარგებლობენ ასევე მღვდელმსახურები, მასწავლებლები და სოფლის ექიმები.

თემები:
საქართველოს თავდაცვა (126)

მთავარი თემები