06:08 19 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9801
  • 100 RUB4.4446
  • USD3.2994
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პარლამენტი (242)
44 0 0

უკვე ამ კვირაში მუშაობას შეუდგება მთავრობის ახალი შემადგენლობა, რომელსაც პარლამენტი ხუთშაბათს ნდობას გამოუცხადებს.

თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტი განაგრძობს მთავრობის მინისტრობის კანდიდატების მოსმენას.

პარლამენტი უკვე განიხილავს 2021–2024 წლებზე გათვლილ სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“.

საპარლამენტო კომიტეტებზე სამშაბათს მინისტრობის ექვს კანდიდატს მოუსმენენ.

კერძოდ, პროფილური კომიტეტების დეპუტატების წინაშე წარდგებიან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატი მიხეილ ჩხენკელი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატი ეკატერინე ტიკარაძე.

ამავე დღეს გაიმართება თავდაცვის მინისტრის პოსტზე კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილისა და იუსტიციის მინისტრის პოსტზე კანდიდატ გოჩა ლორთქიფანიძის, სახელმწიფო მინისტრის პოსტზე კანდიდატ თეა ახვლედიანისა და შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ვახტანგ გომელაურის მოსმენები.

მინისტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატებთან შეხვედრა 23 დეკემბერს გაიმართება ფრაქცია „ქართული ოცნების“ ფორმატში, ხოლო 24 დეკემბერს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე ნდობას გამოუცხადებს მთავრობის ახალ შემადგენლობას გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით.

ნდობის მოსაპოვებლად მინისტრთა კაბინეტი პარლამენტში ამგვარი შემადგენლობით შევიდა: პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი.

პარლამენტის ნდობის მოსაპოვებლად მთავრობას მინიმუმ 76 დეპუტატის ხმა სჭირდება.

თემები:
საქართველოს პარლამენტი (242)

მთავარი თემები