05:24 19 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9801
  • 100 RUB4.4446
  • USD3.2994
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (255)
70 0 0

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს მიაჩნია, რომ მმართველ პარტიას მანევრირების უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს, რათა პარლამენტი მრავალპარტიული გახადოს.

თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ მეათე მოწვევის პარლამენტი ერთპარტიული არ იქნება და მასში რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი შევა. 

თვეზე მეტია 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების დარეგულირებას აშშ-ის და ევროკავშირის ელჩები ცდილობენ, რომლებიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში შუამავლის როლს ასრულებენ. ამ დროის მანძილზე დიპლომატები ცდილობდნენ ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგების აღიარებაზე, ხელისუფლება კი დათმობაზე დაეთანხმებინათ.

„მათ არანაირი მანევრი არ გააჩნიათ, ჩვენ კი ბევრი მანევრი გვაქვს. ჭადრაკის ენაზე რომ ვისაუბროთ, მათ ორი სვლა აქვთ – ერთი მათთვის ცუდი, მეორე კი უფრო ცუდი. ჩვენ კი ბევრი სვლა გვაქვს და ყველა სვლა კარგია არა მარტო „ქართული ოცნებისთვის“, არამედ ქვეყნისა და მისი სტაბილურობისთვის. ჩვენ რამდენიმე პოლიტიკურ–სამართლებრივი სვლა გვაქვს – რამდენიმე ვარიანტი, მანევრი, რომელზე მსჯელობაც შეგვიძლია. ყოველივე ეს ქმნის იმის გარანტიას, რომ ეს პარლამენტი არც ერთ შემთხვევაში არ იქნება ერთპარტიული ან ორპარტიული. მეათე მოწვევის პარლამენტი მრავალპარტიული იქნება“, – განაცხადა კობახიძემ ტელეკომპანია Palitra News-ის ეთერში. 

ამ დროისათვის სადეპუტატო მანდატებზე ოფიციალურად უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ხუთმა პოლიტიკურმა პარტიამ: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ (36 მანდატი), „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ (1 მანდატი), „სტრატეგია აღმაშენებელი“ (4 მანდატი), „ლელო საქართველოსთვის“ (4 მანდატი) და „ევროპული საქართველო“ (5 მანდატი). ამ პარტიებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პროპორციული საარჩევნო სიების გაუქმებისთვის უკვე მიმართეს, ხოლო დეპუტატებმა – უფლებამოსილების მოხსნის შესახებ – პარლამენტს.

ამ სიას ასევე შეუერთდა პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. პარტიის დანარჩენ სამ წევრს, რომლებიც პარლამენტში მოხვდნენ, სადეპუტატო მანდატების დათმობასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ დაუწერიათ.

რვა ოპოზიციური პარტიიდან, რომლებიც პარლამენტში მოხვდნენ, ცესკოსთვის ჯერ არ მიუმართავთ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“, „გირჩს“ და „მოქალაქეებს“. ამავე პარტიებს არ მოუწერიათ ხელი საჯარო უარზე სადეპუტატო მანდატების დათმობის შესახებ.

თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (255)

მთავარი თემები