18:31 25 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (275)
58 0 0

განსახილველ საკითხებს შორისაა საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის პოლიტიკა, მრავალმხრივი დიპლომატიის საკითხები და ა.შ.

თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა „ამბასადორიალი 2020“ 21–23 დეკემბერს ონლაინ–ფორმატში გაიმართება, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, კონფერენციის თემა იქნება „საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები გლობალური პანდემიის პირობებში, ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები”. შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზალკალიანი გახსნის. ღონისძიების მონაწილეთა წინაშე სიტყვით წარდგებიან საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი გახარია და პარლამენტის სპიკერი არჩილ თალაკვაძე. 

„კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები შეაჯამებენ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით 2020 წლის საქმიანობას და განიხილავენ 2021 წლის სამოქმედო გეგმას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ახალი კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შედეგად მიღებულ გამოწვევებსა და მსოფლიოს მასშტაბით შექმნილ ტურბულენტურ გარემოს, ვირუსთან ბრძოლის პროცესში საქართველოს საგარეო უწყების მიერ გატარებულ ღონისძიებებსა და საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ღონისძიებაზე განხილული იქნება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ორმხრივ ურთიერთობებში თანამშრომლობის განმტკიცებისა და განვითარების საკითხები აშშ-თან, ევროპის სახელმწიფოებთან, აზიის, ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და ოკეანეთის, ცენტრალური და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან. საუბარი შეეხება რეგიონული თანამშრომლობის საკითხებს და საქართველოს სამეზობლო პოლიტიკას, ასევე მრავალმხრივ დიპლომატიას, კულტურული და ეკონომიკური დიპლომატიის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ ნაბიჯებს, სტრატეგიული კომუნიკაციების და ახალ გამოწვევებსა და საფრთხეებთან ეფექტიანი გამკლავების საკითხებს.

თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (275)

მთავარი თემები