16:18 26 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0147
  • 100 RUB4.3931
  • USD3.3043
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობები (57)
64 0 0

შუამავლები მზად არიან განაახლონ მოლაპარაკებათა პროცესი „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის და დაეხმარონ მათ იპოვონ გამოსავალი შექმნილი კრიზისიდან

თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა თავი შეიკავა პროგნოზის გაკეთებაზე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განვითარდება მოლაპარაკებათა პროცესი მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის.

გერმანია და საფრანგეთი საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს ეხმაურებიან >>

როგორც ჰარცელმა განაცხადა, დასავლელი დიპლომატები კვლავ მზად არიან იმუშაონ მხარეებს შორის საერთო პოზიციის მოძიებაზე.

„ჯერ ადრეა იმის თქმა, თუ როგორ გაგრძელდება ეს პროცესი. პარლამენტის გახსნის შემდეგ, ჩვენ ახალ ფაზაში გადავედით. როგორც ფასილიტატორები, ჩვენ კვლავ მზად ვართ, ისევ ვეცადოთ. ვნახოთ, შევძლებთ თუ არა პარტიებს შორის საერთო პოზიციის პოვნას. ამ შესაძლებლობების შეფასების საფუძველზე, ჩვენ ასევე მივიღებთ გადაწყვეტილებას მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის გამართვის შესაძლებლობასთან დაკავშირებით. თუმცა ჯერ ადრეა რამის თქმა. გულწრფელად რომ გითხრათ, ვფიქრობ, ეს იქნება რთული პროცესი, რომელსაც სჭირდება უზარმაზარი ლიდერობა მხარეებისგან, რომლებსაც ნამდვილად სურთ, რომ ფართო შეთანხმება შესაძლებელი იყოს“, - განაცხადა ჰარცელმა.

ევროკავშირის ელჩმა განაცხადა შუამავლების მზადყოფნის შესახებ, გაგრძელდეს მოლაპარაკებთა პროცესი, რადგან დიალოგის განახლების შანსი ჯერ კიდევ არსებობს და დრო არ უნდა დიკარგოს.

მან ასევე მწუხარება გამოთქვა იმ თავდასხმების გამო, რომლებიც განხორციელდა არამარტო მოლაპარაკებათა პროცესის შუამავლებზე, რომლის როლს ევროკავშირისა და აშშ-ის დიპმისიები ასრულებენ, არამედ საკუთრივ მოლაპარაკებებზე.

„ამ პროცესის მიზანი განსხვავებულ პოლიტიკურ პარტიებს შორის ერთიანობის პოვნაა, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველა ძალისხმევა მიმართულია საქართველოს გაძლიერებისკენ. ეს ახლა საჭიროა ისე, როგორც არასდროს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

დიპლომატი ასევე შეეხო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ პარტიის თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის წასვლას. ჰარცელმა მას მადლობა გადაუხადა პოლიტიკური საქმიანობისა და აქტიური თანამშრომლობისთვის, განსაკუთრებით 8 მარტის შეთანხმების მიღწევასა და საარჩევნო სისტემის რეფორმის კუთხით.

დიპლომატმა გრიგოლ ვაშაძესთან მომავალი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების მიერ პროპორციული სიების ანულირებას, ჰარცელმა ამ საკითხის კომენტირებაზე უარი თქვა.

„ამასთან დაკავშირებით რამე შეფასებას არ გავაკეთებ. მე მხარეებს შორის შუამავალი ვარ და არა – მოსამართლე“, – აღნიშნა ჰარცელმა.

ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოების მიერ ორგანიზებული მოლაპარაკებები მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის ერთ თვეზე მეტხანს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში დასავლელი შუამავლები ცდილობდნენ დაეთანხმებინათ ოპოზიცური პარტიები, რომ მათ ეღიარებინათ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები, ხოლო ხელისუფლება – დათმობებზე წასულიყო. ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომამდე უნდა გამართულიყო მოლაპარაკებათა გადამწყვეტი, მეხუთე რაუნდი, მაგრამ ის ჩაიშალა.

 

თემები:
საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობები (57)

მთავარი თემები