ოპოზიცია პარლამენტის სხდომის დაწყებამდე ქართულ დემოკრატიას „მარხავს"

© Sputnik / Vladimir Umikashviliოპოზიციის აქცია. 2020 წლის 11 დეკემბერი
ოპოზიციის აქცია. 2020 წლის 11 დეკემბერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციის მხარდამჭერებმა პარლამენტის შენობასთან ყვავილები მიიტანეს, ისინი აცხადებენ, რომ ქართული დემოკრატიის "დაკრძალვის ცერემონიას" ატარებენ.

თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. რამდენიმე საპროტესტო აქცია დაიწყო პარლამენტთან, სადაც 12:00 საათზე უნდა გაიხსნას მეათე მოწვევის პირველი სხდომა, რომელსაც ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს.

ოპოზიციის მხარდამჭერებმა პარლამენტის შენობასთან ყვავილები მიიტანეს, ისინი აცხადებენ, რომ „დემოკრატიის დაკრძალვის ცერემონიას“ ატარებენ, და პოლიციელებისა და ავტომობილების მისამართით ყვავილებს ისვრიან.

ჭიჭინაძის ქუჩაზე შეკრებილებსა და პოლიციას შორის უკვე მცირე შეხლა-შემოხლა მოხდა. პოლიცია აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, გზის სავალი ნაწილი გაათავისუფლონ.

© Sputnik / Shota Nozadzeანა დოლიძე მხარდამჭერებთან ერთად
ოპოზიცია პარლამენტის სხდომის დაწყებამდე ქართულ დემოკრატიას „მარხავს - Sputnik საქართველო
ანა დოლიძე მხარდამჭერებთან ერთად

პარლამენტის უკანა შესასვლელთან მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ორგანიზაციის წევრებთან ერთად მართავს აქცია-პერფორმანსს. აქვე შეიკრიბნენ „პროგრესული საქართველოსთვის“ მხარდამჭერები, რათა გააკონტროლონ, რომ პარლამენტში ვერც ერთი ოპოზიციონერი ვერ შევიდეს. პარლამენტის უკანა შესასვლელთან არის დაანონსებული „ლეიბორისტული პარტიის“ აქციაც. აქვე იკრიბებიან ოპოზიციურად განწყობილი ახალგაზრდული ორგანიზაციების აქტივისტები.

აქციის მონაწილეებმა სირცხვილის დერეფნები მოუწყვეს იმ დეპუტატებს, რომლებმაც ახალ პარლამენტში შესვლა გადაწყვიტეს. მომიტინგეები პარლამენტის სამივე შესასვლელის პიკეტირებას აპირებენ.

ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული.

ყველა ახალი ამბავი
0