აშშ-ის საელჩო სუსის გამომძიებლებისა და პროკურორებისთვის კორუფციაზე სასწავლო კურსს ატარებს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს და აშშ-ის დროშები
საქართველოს და აშშ-ის დროშები - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ის საელჩო საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. კორუფცია არის კრიმინალი, ამორალურობა და საზოგადოების ნდობის უდიდესი ღალატი, ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში, რომელიც დიპლომატიურმა მისიამ კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაავრცელა.

თბილისის ხედი - Sputnik საქართველო
საქართველო მსოფლიოში პირველია ბიზნეს-ურთიერთობებში კორუფციისგან თავისუფლების კუთხით

2003 წლის შემდეგ კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 9 დეკემბერს აღინიშნება.

„კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს გვსურს ხაზი გავუსვათ აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცველ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს უახლეს ძალისხმევას საქართველოს სისხლის სამართლის სისტემის შესაძლებლობისა და დამოუკიდებლობის გაძლიერების კუთხით“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში

დიპლომატიური მისიის განცხადებით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტთან და გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან თანამშრომლობით საელჩო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლებისა და პროკურორებისთვის ატარებს კურსს სახელწოდებით „საჯარო კორუფცია და სამართალდაცვის მეთოდები".

„კორუფცია“ ლათინური სიტყვაა და თანამდებობის პირის მიერ საკუთარი უფლებამოსილებისა და კავშირების პიროვნული მოგების მიზნით გამოყენებას ან თანამდებობის პირების მოსყიდვას ნიშნავს.

The Corruption Perceptions Index – ანუ კორუფციის აღქმის ინდექსში, რომელიც ყოველწლიურად ქვეყნდება, 2019 წლის კვლევაში საქართველოს 56 ქულა აქვს და 44-ე ადგილს იყოფს კოსტა-რიკასთან, ჩეხეთთან და ლატვიასთან ერთად

2019 წლის რეიტინგში, რომელიც 180 ქვეყანას მოიცავს, საქართველოს შედეგი 2 ქულით გაუარესდა წინა წელთან შედარებით.

ყველა ახალი ამბავი
0