23:58 22 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0064
  • 100 RUB4.4826
  • USD3.3010
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს (126)
113 0 0

აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება და მცირე შეხლა-შემოხლა მოხდა, დაკავებულია ორი პირი. ჯებირების წინ მობილიზებულია პოლიცია.

თბილისი, 5 დეკემბერი - Sputnik. ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები უკვე ერთი კვირაა პარლამენტის შესასვლელთან მართავენ საპროტესტო აქციას, რომელსაც პერიოდულად პოლიციასთან შეტაკებები ახლავს.

სამოქალაქო აქტივისტები მხარს უჭერენ ოპოზიციური პარტიების შეხედულებას, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ. პროტესტის ნიშნად მათ პარლამენტთან კარვები გაშალეს და შენობის ირგვლივ არსებულ ჯებირებს პერიოდულად სხვადასხვა წარწერებით ამკობენ.

პროტესტის მეექვსე დღის მიწურულს პოლიციასთან აქტივისტების დაპირისპირების მიზეზი სწორედ ეს წარწერები გახდა.

პოლიციამ გუშინ დროებით ჯებირებს მოაშორა ყველა წარწერა, მათ შორის ერთპარტიული პარლამენტის ნიშნად დატანილი საბჭოური სიმბოლიკა. დღეს ახალგაზრდებმა მათი ხელახლა გაკეთება სცადეს, მაგრამ პოლიციამ მათ ხელი შეუშალა.

აქტივისტებსა და პოლიციელებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება და მცირე შეხლა-შემოხლა მოხდა, რა დროსაც პოლიციამ ერთ-ერთ აქტივისტს საღებავის სპრეი წაართვა. სამოქალაქო აქტივისტების ინფორმაციით, პარლამენტის შენობასთან სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს. 

პარლამენტის შენობასთან სიტუაცია კვლავ დაძაბულია. ჯებირების წინ მობილიზებულია პოლიცია.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა. წინასწარი შედეგებით, მმართველმა პარტიამ პარლამენტში 90 ადგილი მოიპოვა და ძალაუფლება მესამე ვადით შეინარჩუნა.

თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს (126)

მთავარი თემები