03:11 19 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9801
  • 100 RUB4.4446
  • USD3.2994
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
პოლიტიკური კრიზისი საქართველოში: შეფასებები და პროგნოზები (41)
86 0 0

კახა კალაძე იმედოვნებს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები საბოლოოდ მაინც შეთანხმებით დასრულდება.

თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. ქართულ ოპოზიციაში მეათე მოწვევის პარლამენტის ბოიკოტის საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ. 

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით საქართველოს პარლამენტში რვა ოპოზიციური პარტია და ბლოკი შევიდა. ისინი არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს და სადეპუტატო მანდატებზე უარს აცხადებენ.

უახლოეს დღეებში საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების ორგანიზებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი უნდა გაიმართოს. ორი რაუნდის შედეგებით ცნობილია, რომ ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვს, რასაც „ქართული ოცნება“ კატეგორიულად ეწინააღმდეგება და მას ერთადერთ შეუსრულებელ მოთხოვნას უწოდებს.

„მოლაპარაკებები არ დასრულებულა, ამიტომ ჯერ ადრეა ლაპარაკი, რომელი კონკრეტული პარტია მიიღებს გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლაზე. ოპოზიციურ პარტიებში აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა, იმედი მაქვს, არსებობენ პოლიტიკოსები და პარტიები, რომლებიც ფიქრობენ სახელმწიფოებრივად და, შესაბამისად, გადაწყვეტილებებსაც აქედან გამომდინარე მიიღებენ”, – განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან. 

საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებმა მხარეების პოზიციების დაახლოების მიზნით ოპოზიციის ლიდერებთან რამდენიმე შეხვედრა გამართეს. თუმცა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებათა ორი რაუნდის შემდეგ არანაირი სიახლე არ ჩანს. მესამე რაუნდის ჩატარების ზუსტი თარიღი ამ დრომდე უცნობია.

ხუთშაბათს საქართველოს ცესკომ საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები უნდა შეაჯამოს, რის შემდეგაც 10 დღის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომა დაინიშნება. მიუხედავად ოპოზიციის ბოიკოტისა, პარლამენტი, რომელშიც „ქართული ოცნების“ 90 დეპუტატი იქნება, საკანონმდებლო საქმიანობის დაწყებას მაინც შეძლებს.

მმართველ პარტიაში ოპოზიციის მოქმედებებს დესტრუქციულს, დესტაბილიზაციისკენ მიმართულს უწოდებენ და მას ვითარების ხელოვნურ დაძაბვაში ადანაშაულებენ.

თემები:
პოლიტიკური კრიზისი საქართველოში: შეფასებები და პროგნოზები (41)

მთავარი თემები