გედევან ფოფხაძემ პარტია „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“ დატოვა

© Sputnik / Vladimir Umikashviliგედევან ფოფხაძე
გედევან ფოფხაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გედევან ფოფხაძე თავის დროზე „ქართული ოცნებიდან“ წამოვიდა, ახლა – „სოლიდარობის ალიანსიდან“, რას გააკეთებს მომავალში, პოლიტიკოსს ჯერ გადაწყვეტილი არა აქვს.

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. ჯერ კიდევ მოქმედი პარლამენტის დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ დატოვა პარტია „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი თვითონ იყო. ინფორმაციას პარტიის პრეს-სამსახური ადასტურებს.

პარტიიდან ფოფხაძის წასვლის მიზეზი უცნობია.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ივანიშვილის ყოფილმა თანაგუნდელებმა არჩევნებისთვის მზადება დაიწყეს

ოპოზიციური პარტია „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“ 2020 წლის 7 ივნისს შეიქმნა პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ იმ წევრების მიერ, რომლებმაც მმართველი პარტია 2019 წლის ბოლოს დატოვეს. ამ პარტიის ლიდერები და მნიშვნელოვანი ფიგურები ასევე არიან მარიამ ჯაში, ბექა ნაცვლიშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ჯაბა ჯიშკარიანი.

პარტია საპარლამენტო არჩევნებზე გადიოდა მე-19 ნომრით. მან ამომრჩევლის ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო და პარლამენტს მიღმა დარჩა.

ფოფხაძე: მაქვს პრეტენზია, რომ ვარ სპარტაკი და ხალხს მოვუტან თავისუფლებას>>

სექტემბრის დასაწყისში პარტიის ლიდერებს გედევან ფოფხაძეს, ლევან გოგიჩაიშვილსა და ჯაბა ჯიშკარიანს კორონავირუსი დაუდგინდათ. ორკვირიანი პაუზის შემდეგ პოლიტიკოსები აქტიურ წინასაარჩევნო კამპანის დაუბრუნდნენ, მაგრამ საკუთარ პარტიას პარლამენტში მოხვედრაში ვერ დაეხმარნენ.

ყველა ახალი ამბავი
0