10:11 26 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9424
  • 100 RUB4.3806
  • USD3.3138
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური – 2020 (72)
48 0 0

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური შეაფასა, ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა და მომდევნო 4 წლის პრიორიტეტები დაასახელა

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური შეაფასა და ამომრჩევლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.

„მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ზუგდიდელს, რომელმაც მხარი დამიჭირა, რომელიც მოვიდა მეორე ტურში და მომცა მათი წარმოდგენის მანდატი. ხაზი მინდა გავუსვა იმას რომ, ზუგდიდელებმა უფრო დიდი რაოდენობით დაგვიჭირეს მხარი, ვიდრე პირველ ტურში და ეს  ჩემთვის უდიდესი პატივისცემაა, თუმცა ჩემს უმთავრეს ვალდებულებას წარმოადგენს, რომ მე ვიყო მთლიანად ზუგდიდის და თითოეული ზუგდიდელის კეთილსინდისიერი ხმა საქართველოს პარლამენტში. ჩემთვის ეს არის უდიდესი პატივი, ეს ჩემთვის არის უდიდესი პასუხისმგებლობა და მე გავაკეთებ ყველაფერს იმისათვის, რომ  ვემსახურო ჩემს ზუგდიდელებს”, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

ირაკლი ჩიქოვანმა მომდევნო 4 წლის მთავარი პრიორიტეტები დაასახელა.

  • ზუგდიდის განვითარება და არსებული დინამიკის შენარჩუნება
  • დევნილი ოჯახების მაქსიმალური დახმარება საცხოვრისით უზრუნველყოფის კუთხით
  • ეკონომიკური აქტოვობების ხელშეწყობა სახელმწიფო პროგრამების და სუბსიდირების დახმარებით
  • ზუგდიდის ტურისტული პოტენციალის გაზრდა.

თუმცა, მისი თქმით, ეს ყველაფერი მმართველი პარტიის მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნება.

„ეს შეუძლებელი იქნება „ქართული ოცნების" გუნდის მხარდაჭერის გარეშე, ჩვენ ერთად შევძლებთ ზუგდიდი გავხადოთ უკეთესი და კომფორტული მუნიციპალიტეტი თითოეული ჩვენგანისთვის", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ცესკო: დათვლილია შემაჯამებელი ოქმების 52%, რაც 1043 უბანს მოიცავს >>

საქართველოში დღეს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. ამომრჩეველმა 17 ოლქში საკუთარი არჩევანი იმ ორ კანდიდატს შორის გააკეთა, რომელთაც პირველ ტურში საუკეთესო შედეგები ჰქონდათ.

ნიკა ლატარია

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური – 2020 (72)

მთავარი თემები