ცესკო: დათვლილია შემაჯამებელი ოქმების 52%, რაც 1043 უბანს მოიცავს

© SPUTNIK / LEVAN AVLABRELIხმების დათვლა
ხმების დათვლა - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც ცესკოში შემაჯამებელ ბრიფინგზე აღინიშნა, წინასწარი შედეგები ცესკოს სპეციალურ საიტზე მთელი ღამის განმავლობაში განახლდება.

თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგების შეჯამების მიზნით, ამ ეტაპისთვის დათვლილია შემაჯამებელი ოქმების 52%, რომელიც მოიცავს 1043 უბანს, განაცხადა შემაჯამებელ ბრიფინგზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრესსპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია იოსელიანმა.

საქართველოში დღეს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. ამომრჩეველმა 17 ოლქში საკუთარი არჩევანი იმ ორ კანდიდატს შორის გააკეთა, რომელთაც პირველ ტურში საუკეთესო შედეგები ჰქონდათ.

რაც შეეხება ქუთაისის მერის რიგგარეშე არჩევნებს, ცესკოს ინფორმაციით, დათვლილია შემაჯამებელი ოქმების 27%, რაც მოიცავს 35 უბანს.

„კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა პროცედურის დასრულებისთანავე, ოქმები მიეწოდება საოლქო საარჩევნო კომისიებს და ისინი იტვირთება შესაბამის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში“, - განაცხადა იოსელიანმა.

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
კობახიძე: ნახევარმა მილიონმა ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ კანდიდატებს

მისი განცხადებით, ოქმების განთავსება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე  (results.cec.gov.ge) ღამის ათის ნახევრიდან დაიწყო.  ასევე ტრადიციულად  ხორციელდება შედეგების შეჯამების პროცესის პირდაპირი ტრანსლირება ცესკოს ვებგვერდის, „ფეისბუქის“ და „იუთუბის“ მეშვეობით; ტრანსლირება 360-გრადუსიანი ვიდეოკამერის საშუალებით მიმდინარეობს.

„შედეგები მთელი ღამის განმავლობაში მუდმივად განახლდება ცესკო-ს ვებგვერდზე და ჩვენ, მას შემდეგ, რაც თითქმის ყველა უბნის შედეგი 17-ვე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში დაითვლება, წარმოგიდგენთ საბოლოო ინფორმაციას წინასწარი შედეგების თაობაზე“, - აღნიშნა იოსელიანმა.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე ამომრჩეველთა აქტივობამ 20:00 საათის მდგომარეობით შეადგინა 26.29% - კენჭისყრაში 562 664-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა აჭარის რეგიონში - 39.29 %, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა ნაძალადევში, №7-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში - 20.04%.

კენჭისყრა კორონავირუსის პანდემიის ფონზე მიმდინარეობდა - ყველა ამომრჩეველი, კომისიის წევრი და დამკვირვებელი იყო პირბადეებში და იცავდა დისტანციას.

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიასთან ე.წ. სირცხვილის დერეფანს აწყობენ >>

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 140 210 ადამიანს შეადგენს, მათ ხმის მიცემა 1 941 უბანზე შეძლეს. კენჭისყრა ასევე გაიმართა კარანტინის ზონებში და მათთვის, ვინც თვითიზოლაციაში იმყოფება. ასეთი ამომრჩევლებისთვის დამატებით 80 სპეცუბანი შეიქმნა.

ყველა ახალი ამბავი
0