„სამართლიანი არჩევნები“: მეორე ტურზე სხვადასხვა სახის დარღვევები დაფიქსირდა

© Sputnik / STRINGERარჩევნების მეორე ტური
არჩევნების მეორე ტური - Sputnik საქართველო
გამოწერა
არჩევნების მეორე ტურს  132 ადგილობრივი ორგანიზაციის 47 ათასზე მეტი და 48 საერთაშორისო ორგანიზაციის ათასამდე დამკვირვებელი აკვირდება.

თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში 15:00 საათისთვის დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ერთი, ხმის რამდენჯერმე მიცემის ერთი და დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის ორი ფაქტი დაფიქსირდა, ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ნათია იოსელიანი - Sputnik საქართველო
ცესკო: ამომრჩეველთა აქტივობამ 15 საათისთვის 16,47% შეადგინა

ორგანიზაცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს 17 მაჟორიტარულ ოლქში 35 მობილური ჯგუფის საშუალებით აკვირდება.

ორგანიზაციის დამკვირვებლების ინფორმაციით, საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე მმართველი პარტიის კოორდინატორების მობილიზება შეინიშნება, რომლებიც ძირითადად სამარშრუტო ტაქსებში, ავტომობილებში სხედან, ან საარჩევნო უბნების წინ არიან შეკრებილნი და ამომრჩევლებს აღრიცხავენ.

საქართველოში დღეს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ამჯერად ამომრჩეველი 17 ოლქში საკუთარ არჩევანს იმ ორ კანდიდატს შორის გააკეთებს, რომელთაც პირველ ტურში საუკეთესო შედეგები ჰქონდათ.

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადეს, საარჩევნო ბიულეტენში ისინი მაინც იქნებიან.

კახა კალაძე საარჩევნო უბანზე - Sputnik საქართველო
რიგებისა და სკანდალების გარეშე: როგორ მიმდინარეობს არჩევნების მეორე ტური საქართველოში

21 ნოემბრის არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია საარჩევნო სუბიექტების 9 521  წარმომადგენელი, 132 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 47 345 და 48 საერთაშორისო ორგანიზაციის 920 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესის გაშუქების მიზნით აკრედიტებულია 118 მედიაორგანიზაციის 5 964 წარმომადგენელი.

21 ნოემბერს არჩევნების მეორე ტურზე ამომრჩევლებს 1941 საარჩევნო უბანი და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 9 უბანი მოემსახურება. რაც შეეხება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებასა და იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, მათი არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილია 80 სპეციალური უბანი.

ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 2 140 210 ადამიანი.

 

ყველა ახალი ამბავი
0