პრობლემები აღმოიფხვრა: გუდაურსა და შატილში საარჩევნო უბნები ამუშავდა

© Sputnik / Alex Shlamovცესკოს პრესსპიკერის მოვალეობის შემსრულებელი ნათია იოსელიანი
ცესკოს პრესსპიკერის მოვალეობის შემსრულებელი ნათია იოსელიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო მცხეთა-მთიანეთის რეგიონში რამდენიმე უბანი დროულად ვერ გაიხსნა

თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. საარჩევნო უბნები, რომლებიც დროულად ვერ გაიხსნა, უკვე ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ, განაცხადა ბრიფინგზე ცესკოს პრესსპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია იოსელიანმა.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში რამდენიმე საარჩევნო უბანი 08:00 საათზე უამინდობის გამო ვერ გაიხსნა. კერძოდ, უბნები არ გახსნილა გუდაურსა და შატილში - იქ ვერ ჩაიყვანეს დამკვირვებლები ვერტმფრენით, ხოლო ხადას ხეობაში უბანი დაგვიანებით გაიხსნა.

„გუდაურში ერთი უბანი უამინდობის გამო დაგვიანებით გაიხსნა. აღნიშნულ უბანზე ამ დროისათვის კენჭისყრა უკვე მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ უბანზე 205 ამომრჩეველია რეგისტრირებული. რაც შეეხება კიდევ ერთ სპეცუბანს შატილში, სადაც 19 ამომრჩეველია, გადასატანი საარჩევნო ურნა უკვე ემსახურება თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს“, - განაცხადა იოსელიანმა.

მან აღნიშნა, რომ კენჭისყრის პროცესი უბნებზე მშვიდობიან გარემოში მიმდინარეობს და მოქალაქეებს შეუძლიათ თავისუფლად და შეუფერხებლად დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი.

შაბათს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ამჯერად ამომრჩევლები არჩევანს გააკეთებენ იმ ორ კანდიდატს შორის, რომლებმაც პირველ ტურში საუკეთესო შედეგები აჩვენეს. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არ მონაწილეობენ არჩევნებში, ისინი საარჩევნო ბიულეტენში მაინც რჩებიან.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 140 210 ადამიანს შეადგენს, ისინი ხმის მიცემას 1 923 უბანზე შეძლებენ. კენჭისყრა ასევე იმართება კარანტინის ზონებში და მათთვის, ვინც თვითიზოლაციაში იმყოფება. ასეთი ამომრჩევლებისთვის დამატებით 80 სპეცუბანი შეიქმნა.

© Sputnik / Konstantin Ivanovმაჟორიტარული სისტემით საქართველოს საპარლამენტო არჩევნები
პრობლემები აღმოიფხვრა: გუდაურსა და შატილში საარჩევნო უბნები ამუშავდა - Sputnik საქართველო
მაჟორიტარული სისტემით საქართველოს საპარლამენტო არჩევნები
ყველა ახალი ამბავი
0