01:00 02 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9722
  • 100 RUB4.3634
  • USD3.3185
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური – 2020 (72)
33 0 0

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში 2 მილიონზე მეტი  ამომრჩეველი საკუთარ არჩევანს 1 941 უბანსა და საკარანტინო ზონაში მდებარე 80 სპეცუბანზე გააკეთებს.

 

თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. დღეს მნიშვნელოვანი დღეა და ჩვენ ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ის გამარჯვება, რასაც მილიონამდე საქართველოს მოქალაქემ დაუჭირა მხარი, განაცხადა  მმართველი პარტია „ქართული ოცნება- საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან. 

კობახიძის  განცხადებით, ქვეყნის წინაშე ძალიან ბევრი გამოწვევაა და ძალზე მნიშვნელოვანია ყველაფერი გაკეთდეს ქვეყნის წინსვლისა და მომავლისთვის. მან ამომრჩეველს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.

„არჩევანი გავაკეთე სათანადო, ისეთი, როგორიც სჭირდება ჩვენი ქვეყნის შემდგომ განვითარებას. ლოგიკურია, რომ აქტივობა უფრო დაბალია, ვიდრე პირველ ტურში იყო. აქედან გამომდინარე, ჩვენი თხოვნა და მოწოდება არის, რომ მაქსიმალურად იაქტიურონ დღევანდელ დღესაც, რათა მაქსიმალური შედეგი დაფიქსირდეს, რაც გამარჯვების ბოლომდე მისაყვანად არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა კობახიძემ.

საქართველოში დღეს საპარლამენტო  არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ამჯერად ამომრჩეველი 17 ოლქში  საკუთარ არჩევანს იმ ორ კანდიდატს შორის გააკეთებს, რომელთაც პირველ ტურში საუკეთესო შედეგები ჰქონდათ.

ოპოზიცია არ აღიარებს საპარლამენტო არჩვენების პირველი ტურის შედეგებს და არჩევნების მეორე ტურსაც ბოიკოტს უცხადებს. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არ მონაწილეობენ არჩევნებში, ისინი საარჩევნო ბიულეტენში მაინც რჩებიან. 

21 ნოემბერს არჩევნების მეორე ტურზე ამომრჩევლებს 1941 საარჩევნო უბანი და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 9 უბანი მოემსახურება. რაც შეეხება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებასა და იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, მათი არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილია 80 სპეციალური უბანი.

ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 2 140 210 ადამიანი.

 

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური – 2020 (72)

მთავარი თემები