„ხმა გამარჯვების საბოლოო გაფორმებას მივეცი" - ზუგდიდში არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

© Sputnik / STRINGERსაპარლამენტო არჩევნების მეორე ტური - 21.11.2020
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური - 21.11.2020 - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს საქართველოს მასშტაბით, მათ შორის ზუგდიდში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს - ოპოზიცია მას ბოიკოტს უცხადებს

თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა მმართველი პარტიიდან ირაკლი ჩიქოვანმა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ხმა უკვე მისცა, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.

„მე ხმა გამარჯვების საბოლოო გაფორმებას მივეცი", - ამის შესახებ ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა  ჭადრაკის სასახლის შენობაში მდებარე #1 უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პირველ ტურში ზუგდიდში მმართველ პარტიას სხვა პარტიებთან შედარებით მნიშვნელოვანი უპირატესობა ჰქონდა.

„დარწმუნებული ვარ, დღესაც ზუგდიდელები იაქტიურებენ და გვექნება მნიშვნელოვანი შედეგი. ეს უკვე ზუგდიდისთვის ტრადიცია ხდება, როგორ წესი, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები მეორე ტურში არ მონაწილეობენ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ რაიმე ფორმით უნდა მოხდეს უგულებელყოფა იმ დემოკრატიული პროცესის, რომელიც არჩევნებთან არის დაკავშირებული. მე დარწმუნებული ვარ, ზუგდიდელები კიდევ ერთხელ იაქტიურებენ და გააკეთებენ საკუთარ არჩევანს", - აღნიშნა ჩიქოვანმა.

მაჟორიტარული სისტემით საქართველოს საპარლამენტო არჩევნები - Sputnik საქართველო
მაჟორიტარული სისტემით საქართველოს საპარლამენტო არჩევნები

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს 30–დან 17 მაჟორიტარულ ოლქში, მათ შორის ზუგდიდში და თბილისის რვავე ოლქში მიმდინარეობს. 

მეორე ტურის ჩატარება საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც არჩევნების პირველ ტურში ვერცერთმა კანდიდატმა გამარჯვებისთვის საჭირო ხმების რაოდენობა ვერ მოიპოვა – არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების ხმების მინიმუმ 50% პლუს ერთი ხმა.

არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობს 31 ოქტომბრის არჩევნებში შესაბამის მაჟორიტარულ ოლქებში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში 1 999 324 ამომრჩეველი საკუთარ არჩევანს 1923 უბანსა და საკარანტინო ზონაში მდებარე 80 სპეცუბანზე გააკეთებს.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდა: ამომრჩეველმა 120 დეპუტატი პროპორციული, 30 კი მაჟორიტარული სისტემით აირჩია. ცესკოს მონაცემების თანახმად, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში პროპორციული სისტემით ცხრა პარტია და პოლიტიკური ბლოკი შედის.

არჩევნები - Sputnik საქართველო
საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური დაიწყო

ახალი სისტემის გათვალისწინებით, მმართველ პარტიას, მეორე ტურის შედეგებისგან დამოუკიდებლად, მიღებული აქვს 76 ადგილი პარლამენტში და საპარლამენტო უმრავლესობას აყალიბებს.

საქართველოს ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებს არ აღიარებს და განმეორებითი კენჭისყრის ჩატარების მოთხოვნით პერმანენტულ აქციებს ატარებს.  პარლამენტში შესული ოპოზიციური პარტიები არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებენ.

თუმცა, ცესკოს განცხადებით, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, თუ კანდიდატი საკუთარ კანდიდატურას მოხსნის, მისი გვარი საარჩევნო ბიულეტენში მაინც დარჩება – კანდიდატურის მოხსნა მხოლოდ ხმების დათვლის შემდეგაა შესაძლებელი.

ნიკა ლატარია

© Sputnik / Konstantin Ivanovმაჟორიტარული სისტემით საქართველოს საპარლამენტო არჩევნები
„ხმა გამარჯვების საბოლოო გაფორმებას მივეცი - ზუგდიდში არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს - Sputnik საქართველო
მაჟორიტარული სისტემით საქართველოს საპარლამენტო არჩევნები
ყველა ახალი ამბავი
0