19:48 23 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური – 2020 (71)
57 0 0

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში 1 999 324 ამომრჩეველი საკუთარ არჩევანს 1923 უბანსა და საკარანტინო ზონაში მდებარე 80 სპეცუბანზე გააკეთებს.

თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური დაიწყო – 08:00  საარჩევნო უბნები გაიხსნა.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 30–დან 17  ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქში, მათ შორის თბილისის რვავე ოლქში ჩატარდება. 

მეორე ტურის ჩატარება საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც არჩევნების პირველ ტურში ვერცერთმა კანდიდატმა გამარჯვებისთვის საჭირო ხმების რაოდენობა ვერ მოიპოვა – არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების ხმების მინიმუმ 50% პლუს ერთი ხმა.

არჩევნების მეორე ტურში მმართველი პარტია „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატებს ძირითადად  საარჩევნო ბლოკის  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა–ძალა ერთობაშია“ მიერ წარდგენილი კანდიდატები უპირისპირდებიან, თბილისის რამდენიმე ოლქში კი, მმართველი პარტიის კანდიდატს ოპოზიციურ პარტიებს შორის შეთანხმებული კანდიდატი უპირისპირდება. ოპოზიციის კანდიდატები ბიულეტენში რჩებიან მიუხედავად იმისა, რომ ისინი არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებენ.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში 2 140 210 ამომრჩეველი საკუთარ არჩევანს 1923 უბანსა და საკარანტინო ზონაში მდებარე 80 სპეცუბანზე გააკეთებს.

არჩევნები შემდგარი იქნება ამომრჩეველთა ნებისმიერი აქტივობის შემთხვევაში.

ხმების დათვლა საარჩევნო უბნების დახურვისთანავე 20:00 საათზე დაიწყება. კენჭისყრის წინასწარი შედეგები ღამით ცესკო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

კორონავირუსის პანდემია

კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით, არჩევნები უპრეცედენტოდ მკაცრი სანიტარული ზომების დაცვით გაიმართება. ამომრჩეველი უბნებზე გამოცხადდება ნიღბებით, საარჩევნო კომისიების წევრები და მასმედიის წარმომადგენლები კი უბნებზე მოხვედრამდე თერმოსკრინინგს გაივლიან, მთელი დღის განმავლობაში ისინი ხელთათმანებით, ნიღბებითა და დამცავი ფარებით იქნებიან აღჭურვილი.

ამასთან კენჭისყრის პროცესი იქნება პირდაპირი, არავითარი დისტანციური ხმის მიცემა ან წინასწარ გახსნილი უბნები.

კენჭისყრის პროცედურა
კენჭისყრამდე ყველა ამომრჩეველი, გარდა კორონავირუსით ინფიცირებულებისა, ასევე კარანტინის ზონებსა და თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეებისა, მარკირების პროცედურას გაივლის. 

მიუხედავად იმისა, რომ კენჭისყრის პროცესში ამომრჩევლები ნიღბებით მონაწილეობენ, ყველა ამომრჩეველი ვალდებულია, ორჯერ მოიხსნას ნიღაბი - უბანზე შესვლისას საბუთების შემოწმების მომენტში და ბიულეტენის აღებისას.

ბიულეტენის აღების შემდეგ ამომრჩეველი შედის კაბინაში და ირჩევს სასურველ კანდიდატს. რის შემდეგაც მიდის ურნასთან, ათავსებს ბიულეტენს კონვერტში და აგდებს ყუთში.

ოპოზიციის ბოიკოტი

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდა: ამომრჩეველმა 120 დეპუტატი პროპორციული, 30 კი მაჟორიტარული სისტემით აირჩია. ცესკოს მონაცემების თანახმად, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში პროპორციული სისტემით ცხრა პარტია და პოლიტიკური ბლოკი შედის.

რაც შეეხება მაჟორიტარულ სისტემით ჩატარებულ არჩევნების შედეგებს, იგი ცნობილი არჩევნების მეორე ტურის შემდეგ გახდება. 

ოპოზიცია არ აღიარებს საპარლამენტო არჩვენების პირველი ტურის შედეგებს და არჩევნების მეორე ტურსაც ბოიკოტს უცხადებს.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური – 2020 (71)

მთავარი თემები