საქართველოს პრემიერი: რეგიონში აშშ-ის გაძლიერებული წარმომადგენლობის მომენტი დადგა

© photo : courtesy of press-service of the Government of Georgiaმაიკ პომპეო და გიორგი გახარია
მაიკ პომპეო და გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობის მეთაურს არ დაუკონკრეტებია, რა ფორმით უნდა გააძლიეროს შეერთებულმა შტატებმა თავისი წარმომადგენლობა რეგიონში.

თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ოთხშაბათს თბილისში თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.

რატომ ჩამოდის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოში? მოლოდინი, იმედები და პროგნოზები>>

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს დიდი ათდღიანი ტურნეს ფარგლებში ეწვია, რომლის დროსაც ის შვიდ ქვეყანას უნდა ესტუმროს. ამერიკელმა დიპლომატმა უკვე გამართა შეხვედრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.

„ძალიან კარგი შესაძლებლობა გვეძლევა მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკისა და დემოკრატიის კონსოლიდაციის საკითხებზე თანამშრომლობის გასაღრმავებლად. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ნამდვილად ვგრძნობთ, რომ ჩვენი თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაძლიერების, ასევე ამ რეგიონში შეერთებული შტატების გაძლიერებული წარმომადგენლობის მომენტი დადგა“, – განაცხადა გახარიამ.

ამასთან, მთავრობის მეთაურს არ დაუკონკრეტებია, რა ფორმით უნდა გააძლიეროს შეერთებულმა შტატებმა თავისი წარმომადგენლობა რეგიონში.

რუსთაველის გამზირი - Sputnik საქართველო
აქცია პომპეოსთვის – ოპოზიციის ცოცხალი ჯაჭვი თბილისში

პომპეომ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ საქართველოსა და აშშ-ს უკვე 30-წლიანი მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს და მთელი ამ დროის განმავლობაში აშშ მტკიცედ უჭერდა მხარს საქართველოს თავის დემოკრატიულ მისწრაფებებში.

„ყველაფერს გავაკეთებთ მომავალშიც თქვენი ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესის მხარდასაჭერად, ინსტიტუტების გასაძლიერებლად, რაც მნიშვნელოვანია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის და ყოველივე იმისთვის, რაც მომდინარეობს ჯანსაღი დისკუსიიდან და დემოკრატიიდან. მადლობას გიხდით მასპინძლობისთვის. ვაფასებ ამ შესაძლებლობას და მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრით“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

გარდა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრისა, მაიკ პომპეო თბილისში ასევე შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს ილია მეორეს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს.

სალომე ზურაბიშვილისა და მაიკ პომპეოს სამუშაო შეხვედრა - Sputnik საქართველო
პომპეო: საქართველოს ტერორიზმთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს

ქართული პრესა აქტიურად განიხილავს პომპეოს ვიზიტს რეგიონული პრობლემატიკის კონტექსტში, რაც დაკავშირებულია ცეცხლის შეწყვეტასთან აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების შეყვანასთან. ყველაზე მეტად განიხილება საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის განთავსების თემა, თუმცა ამ დროისათვის ამ ვერსიის რაიმე სახის ოფიციალური დადასტურება არ არსებობს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვიზიტის წინ პრიორიტეტულ თემებს შორის მოკლედ დაასახელა თანამშრომლობის გაღრმავება თავდაცვის, ვაჭრობისა და ეკონომიკის, დემოკრატიის, განათლებისა და კულტურული გაცვლის სფეროებში.

ყველა ახალი ამბავი
0