08:46 29 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პრემიერ–მინისტრი (87)
38 0 0

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ორდღიანი ვიზიტი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის ფონზე გაიმართება – ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს არ ცნობენ.

თბილისი, 18 ნეომბერი — Sputnik. ეს ვიზიტი აშშ-სა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების სიმტკიცის კიდევ ერთი გამოვლენაა – საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტს Twitter-ზე გამოეხმაურა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვია და ვიზიტის ფარგლებში ოფიციალურ შეხვედრებს დღეს, 18 ნოემბერს გამართავს.

პომპეო შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო ასევე შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქ ილია მეორეს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. 

„მოუთმენლად ველი სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან აშშ–საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობისა და ჩვენი ევროატლანტიკური დღის წესრიგის განხილვას“, – წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელში.

საქართველოს საგარეო უწყების განმარტებით, განსახილველ პრიორიტეტულ თემებს შორის იქნება თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები როგორც თავდაცვისა და უშიშროების, ასევე ვაჭრობისა და ეკონომიკის, დემოკრატიის, ხალხთა შორის კონტაქტების, განათლებისა და კულტურული გაცვლების სფეროებში. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ორდღიანი ვიზიტი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის ფონზე შედგება – 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით პარლამენტში შესული ოპოზიციური პარტიები არჩევნებს გაყალბებულს უწოდებენ და დეპუტატის მანდატებზე უარს აცხადებენ. 

თემები:
საქართველოს პრემიერ–მინისტრი (87)

მთავარი თემები