იზოლაციაში მყოფ პირებს გადასატანი ყუთის მოთხოვნა დღეს 18:00 საათამდე შეუძლიათ

© photo: Sputnik / Stringerარჩევნები
არჩევნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
იზოლაციაში მყოფი პირებისთვის, რომლებსაც საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება სურთ, 81 სპეციალური საარჩევნო უბანია შექმნილი.

თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. ამომრჩევლებს, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებიან, პარლამენტის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისთვის გადასატანი ყუთის მოთხოვნა დღეს 18:00 საათამდე შეუძლიათ, იუწყება ცენტრალური საარჩევნო კომისია.

ცესკოში აცხადებენ, რომ თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩეველმა აღნიშნული სერვისის გამოყენებისთვის ცესკოს საინფორმაციო ცენტრს უნდა მიმართოს.

არჩევნები - Sputnik საქართველო
ცესკო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით განმარტავს

„თუ ისინი ფიქსირდებიან შესაბამისი უწყებების მონაცემებში, საბოლოო ჯამში ისინი აღირიცხებიან სპეციალურ სიებში და გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მიიღებენ მეორე ტურში მონაწილეობას“, – განაცხადა ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი სანტურიანმა.

სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფ ამომრჩეველთა არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით 81 სპეციალური უბანია შექმნილი.

საქართველოში 21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

ცესკომ არჩევნების მეორე ტურისთვის 8,6  ლარი გამოყო>>

ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პროტესტის ნიშნად უარს აცხადებს დეპუტატის მანდატებსა და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე. ცესკოს განმარტებით, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მეორე ტურში გადასული კანდიდატების მხრიდან უარის თქმის პროცედურას, შესაბამისად, ბიულეტენებში დაფიქსირებული იქნება ყველა ის კანდიდატი, ვინც მეორე ტურში გადავიდა.

ყველა ახალი ამბავი
0