ორი პარტიის მხარდამჭერებმა ბათუმში ოპოზიციის აქცია დატოვეს

© Sputnik / Seyran Baroyanაქცია ბათუმში. 15.11.2020
აქცია ბათუმში. 15.11.2020 - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიმდინარე აქციებს არანაირი კავშირი არ აქვს სამშობლოში ყოფილი პრეზიდენტის დაბრუნებასთან, განაცხადა „ლელოს“ ლიდერმა

თბილისი, 15 ნოემბერი - Sputnik. ოპოზიციური პარტიების - „ლელოს“ და „მოქალაქეების“ წარმომადგენლებმა ბათუმში მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია დატოვეს.

გიგი უგულავა - Sputnik საქართველო
ქართული ოპოზიცია აშშ-ის სახელმწიფო მდივანს თავის ხმას მდუმარე აქციით გააგონებს

ამჟამად აქცია უკვე დასრულდა და მონაწილეთა უმრავლესობა დაიშალა. მოედანზე დარჩნენ მხოლოდ ისინი, ვინც მთავრობის სახლთან 8 ნოემბერს არჩევნების შედეგებთან უთანხმოების ნიშნად კარვები გაშალა. შეკრებილები შედეგების ბათილად ცნობას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

როგორც პარტია „ლელოში“ განმარტეს, წასვლის მიზეზი გახდა პლაკატები წარწერით „მიშა, ჩამოდი!“

„ლელოს“ გენმდივნის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, მისი პარტიის მხარდამჭერები მიდიან აქციებზე ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით და მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის მოთხოვნასთან მათ საერთო არაფერი აქვთ.

„ნაციონალურ მოძრაობას“ თავის აქციებზე შეუძლია მისთვის მისაღები ნებისმიერი ლოზუნგი და მოთხოვნა წამოაყენოს, ეს მათი სრული უფლებაა და ეს გასაგებია, მაგრამ როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ გაერთიანებულები ვართ ახალი არჩვენების ჩატარების უმნიშვნელოვანესი მოთხოვნის ირგვლივ, ასეთ ლოზუნგებს მხოლოდ გაუგებრობა შემოაქვს და ის წყალს ასხამს „ქართული ოცნების“ წისქვილზე“, - განაცხადა ჯაფარიძემ TV Pirveli-ს ეთერში.

ქართული ოცნების დროშები მომხრეების აქციაზე - Sputnik საქართველო
მმართველმა პარტიამ გამორიცხა ხელახალი არჩევნების ჩატარება, როგორც ამას ოპოზიცია მოითხოვს

მან ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე აქციებს არანაირი კავშირი არ აქვს ექს-პრეზიდენტის სამშობლოში დაბრუნებასთან.

ბათუმში გამართულ აქციაზე ოპოზიციის ლიდერებმა მოუწოდეს თავის მხარდამჭერებს 21 ნოემბერს, მეორე ტურის დღეს, საარჩევნო უბნებთან „სირცხვილის დერეფანი“ მოაწყონ და არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადონ.

გარდა ამისა, მათ 22 ნოემბერს მასშტაბური აქციის ჩატარება დააანონსეს.

ყველა ახალი ამბავი
0