05:21 06 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0304
  • 100 RUB4.4551
  • USD3.3115
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს (104)
269 0 0

ოპოზიციის ლიდერებმა თავის მხარდამჭერებს 21 ნოემბერს, მეორე ტურის დღეს, საარჩევნო უბნებთან „სირცხვილის დერეფნის“ მოწყობისკენ მოუწოდეს

თბილისი, 15 ნოემბერი - Sputnik. ბათუმში მთავრობის სახლთან მიმდინარეობს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციური პარტიების და მათი მხარდამჭერების საპროტესტო აქცია.

როგორც წინა დღეებში, აქცია იმართება ლოზუნგით „იმოქმედე!“, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.

ტერიტორიაზე რამდენიმე ათეული პოლიციის თანამშრომელია მობილიზებული.

ოპოზიციის ლიდერებმა თავის მხარდამჭერებს 21 ნოემბერს, მეორე ტურის დღეს, საარჩევნო უბნებთან „სირცხვილის დერეფნის“ მოწყობისკენ მოუწოდეს.

შეკრებილებს სიტყვით მიმართა ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ.

მან გამძლეობისა და სიმამაცისთვის მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს, განსაკუთრებით მათ, ვინც მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე 24 საათიან რეჟიმში 8 ნოემბრიდან ღამეებს კარვებში ათენებს.

„ევროპულმა საქართველომ“ ცესკოს შემაჯამებელი ოქმები სასამართლოში გაასაჩივრა >>

მისი თქმით, ერთადერთი გამოსავალი, რომელიც ამომრჩევლებს „ქართულმა ოცნებამ“ დაუტოვა, - თავიანთი ხმის ქუჩაში დაცვაა.

„ჩვენი მოთხოვნა უცვლელია: ახალი არჩევნების ჩატარება, ცესკოს და უსკოს თავმჯდომარეების გადადგომა და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება. ყველა ოპოზიციური პარტია დღეს დგას ერთად. ეს იმას ნიშნავს, რომ თავისუფლების მოპარვას არავინ შეეგუება. გარდამტეხი ბრძოლა უნდა მივიდეს ბოლომდე, არც ერთი ნაბიჯი უკან“, - განაცხადა ვარშალომიძემ.

როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, 22 ნოემბერს მთავრობის სახლთან კიდევ ერთი მასშტაბური აქციაა დანიშნული.

თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს (104)

მთავარი თემები