წულუკიანი: „ქართული ოცნება“ არ აპირებს დაუთმოს პოლიტიკურ ექსტრემიზმს

© Government of Georgiaთეა წულუკიანი
თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციას არ გააჩნია რაიმე კონკრეტული მონაცემები, რომლებიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენების გაყალბებას ადასტურებს, ყველა დაფიქსირებული ხარვეზი გასწორებულია, მიიჩნევს ექს-მინისტრი

თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ არ აპირებს დაუთმოს პოლიტიკურ ექსტრემიზმს, თუმცა ოპოზიციასთან კონსტრუქციული დიალოგისთვის კარი ღია რჩება, განაცხადა იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, „ქართული ოცნების“ პარტიული სიის მეოთხე ნომერმა თეა წულუკიანმა.

„როდესაც მოლაპარაკების მაგიდაზე ვსაუბრობთ, რვა პარტია ზის აქეთ, მეორე მხარეს კი ერთი მმართველი პარტია, რომელსაც უკან უდგას 928 ათასი ხმა. ეს არის 50 ათასით მეტი, ვიდრე დანარჩენმა რვა პარტიამ მოაგროვა“, - განაცხადა წულუკიანმა ტელეარხ Imedi-ს ეთერში.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ თავიანთ ამომრჩევლებს იმედს ვერ გაუცრუებს და ვერ ეტყვის ოპოზიციას „მოდი გაჩუქებ 8 ათას ხმას, ოღონდაც თქვენ შემოგევლეთ შემოდით პარლამენტში“.

Выборы в местные органы власти - Sputnik საქართველო
„ევროპულმა საქართველომ“ ცესკოს შემაჯამებელი ოქმები სასამართლოში გაასაჩივრა

იუსტიციის ყოფილი მინისტრი ვარაუდობს, რომ ოპოზიციას არ გააჩნია რაიმე კონკრეტული მონაცემები, რომლებიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენების გაყალბებას ადასტურებს, ყველა დაფიქსირებული ხარვეზი გასწორებულია. ამასთან ერთად, მოქალაქეებს აქვთ უფლება შეიკრიბონ მშვიდობიან აქციებზე, რადგან ეს უფლება კონსტიტუციით აქვთ მინიჭებული.

„ქუჩის პროტესტის გამოყენებას არავის უშლიან, დღეს დავინახეთ მათი შეთხელებული რიგები, თუმცა მშვიდობიანი პროტესტი. მათ შეუძლიათ, კიდევ უფრო შეთხელებული რიგებით ატარონ აქცია. ეს უზრუნველყოფილია კონსტიტუციით და ყველა აქციაზე, რომელიც არის მშვიდობიანი, დაცული უნდა იყოს დისტანცია, გაიკეთონ პირბადე. ჩემი ვალია, რომ ეს ვუთხრა ჩვენს მოქალაქეებს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მმართველი პარტია რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხს არ განიხილავს.

ოპოზიციის აქცია პარლამწნტთან. „ლელოს“ აქტივისტები - Sputnik საქართველო
რევოლუციაზე არ წამოვლენ: „ლელო“ უწყებების ბლოკირებაში მონაწილეობას არ მიიღებს

ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ხელახალ არჩევნებს მოითხოვს, ქვეყანაში ორი კვირის განმავლობაში საპროტესტო აქციები იმართება. არჩევნების შედეგებს არ ცნობს არცერთი პარლამენტში გასული ოპოზიციური პარტია - მათ განაცხადეს, რომ მეათე მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

მმართველ პარტიაში ოპოზიციის უკმაყოფილებას დესტრუქციად აფასებენ და მას დესტაბილიზაციის მცდელობებსა და სიტუაციის ხელოვნურ დაძაბვაში ადანაშაულებენ.

სიტუაციის მოგვარებას ცდილობენ დასავლური დიპლომატიური მისიები, რომლებმაც მხარეები მოლაპარაკებებისკენ მოიხმეს, თუმცა ორი რაუნდის შემდეგ ხელისუფლების და ოპოზიციის პოზიციები არ შეცვლილა.

ყველა ახალი ამბავი
0