08:49 29 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (595)
80 0 0

პროკურატურა უკვე დაინტერესდა მასმედიაში გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერით, რომელშიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება. უწყება მის ავთენტურობას ადგენს.

თბილისი, 12 ნოემბერი – Sputnik. ცოტა ხნის წინ ცენტრალური საარჩევნო კომისია მისმა წევრმა ივანე ბურდულმა დატოვა, მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნების გაყალბების გამო. მასზე შეიძლება პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრას მოსყიდვის ბრალდებით.

კერძოდ, პორტალმა „კვირამ“ გამოქვეყნა, სავარაუდოდ, ბურდულისა და ცესკოს ერთ-ერთი თანამშრომლის აუდიოჩანაწერი, რომელიც გამოძიების დაწყების საფუძველი შეიძლება გახდეს.

ჩანაწერში, რომლის ავთენტურობა ჯერ დადგენილი არ არის, ისმის, თუ როგორ სთავაზობს ვიღაც მამაკაცი ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსს ხატია ფერსაშვილს გარკვეულ თანხას თანამდებობიდან წასვლის ან მასმედიაში კომისიის დისკრედიტაციის შემცველი განცხადების სანაცვლოდ. როგორც სააგენტო იუწყება, ჩანაწერი მათ ექსკლუზიურად მესამე პირმა გადასცა.

პროკურატურა ამ აუდიოჩანაწერით უკვე დაინტერესდა და როგორც „პირველ არხს“ უწყებაში განუცხადეს, საქმეს მსვლელობა მიეცემა.

საინფორმაციო პორტალი „კვირა“ ასევე აღნიშნავს, რომ ივანე ბურდული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თავდაცვისა და განათლების ყოფილი მინისტრის დიმიტრი შაშკინის ახლო მეგობარია.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (595)

მთავარი თემები