00:16 01 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (595)
44 0 0

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, საკანონმდებლო ორგანოში ცხრა პოლიტიკური სუბიექტი შედის, აქედან რვა ოპოზიციური ძალაა, რომლებსაც არჩევნები გაყალბებულად მიაჩნიათ.

თბილისი, 12 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საერთო სასამართლოებმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გადასინჯვასთან დაკავშირებით წარდგენილი სარჩელების 99% არ დააკმაყოფილეს.

ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და შეუსაბამო ოქმების სიმრავლეზე მიუთითებს. მათი თქმით, საჩივრებს, რომლებიც სასამართლოებში დარღვევებთან დაკავშირებით შევიდა, ისინი არ იხილავენ ან წარმოებაში საერთოდ არ იღებენ.

უფრო მეტი სიცხადისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭო აქვეყნებს სტატისტიკურ მონაცემებს, რაც, მათი აზრით, ამტკიცებს, რომ აღნიშნული განცხადებები არ შეესაბამებიან სინამდვილეს და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. 

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს საერთო სასამართლოებში 96 საჩივარი შევიდა. აქედან 60 შემთხვევაში მოთხოვნილი იყო სხვადასხვა საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობა ან ხელახალი გადათვლა.

„სასამართლომ სარჩელების 16%-ზე მეტი დააკმაყოფილა, რის შედეგადაც გადაითვალა 17 საარჩევნო უბნის ხმები, ხოლო ერთ საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი“, – ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება საჩივრების დანარჩენ ნაწილს, რაც საერთო რაოდენობის 37%-ზე მეტს შეადგენს, ისინი ძირითადად შეეხებოდა არაუფლებამოსილი პირების მიერ საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენილი საჩივრების განუხილველად დატოვების კანონიერებას. იუსტიციის საბჭო განმარტავს, რომ რამდენადაც დადასტურდა საჩივრების არაუფლებამოსილი პირების მხრიდან წარდგენის ფაქტი, აღნიშნულით გამოირიცხა სასამართლოს მხრიდან მოთხოვნის შინაარსობრივი ნაწილის განხილვისა და შეფასების შესაძლებლობა.

„არჩევნების შედეგებით დაინტერესებულ ყველა სუბიექტს მოვუწოდებთ, რომ საარჩევნო დავების განხილვის შესახებ გაავრცელონ მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც სასამართლოში საქმეთა მოძრაობის რეალურ მონაცემებს ეფუძნება“, – აღნიშნულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებაში.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, საკანონმდებლო ორგანოში ცხრა პოლიტიკური სუბიექტი შედის, აქედან რვა ოპოზიციური ძალაა, რომლებსაც არჩევნები გაყალბებულად მიაჩნიათ და პროტესტის ნიშნად დეპუტატობის მანდატებზე უარს აცხადებენ.

მმართველ პარტიაში კატეგორიულად უარყოფენ არჩევნების გაყალბებას და აცხადებენ, რომ იგი თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდა, რაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმაც აღნიშნეს.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (595)

მთავარი თემები