01:08 02 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9722
  • 100 RUB4.3634
  • USD3.3185
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს (94)
75 0 0

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე მოუწოდებს ოპოზიციას, ქუჩაში მიმდინარე პროცესები მოლაპარაკების ფორმატით ჩაანაცვლოს

თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციამ ქუჩაში მიმდინარე პროცესები მოლაპარაკების ფორმატით უნდა ჩაანაცვლოს, განაცხადა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.

ეუთო აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ძალადობისგან >>

საქართველოში 31 ოქტომბერს არჩევნები გაიმართა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩენა შეძლო, რის გამოც პარლამენტში შესულმა ოპოზიციურმა პარტიებმა  მმართველი გუნდი არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულეს და ერთმანეთის მიყოლებით უარი განაცხადეს მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატის მანდატზე. თბილისსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები დაიწყო.

„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა პარტიას და არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტს - თუკი მართლა გვინდა კონკრეტული შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ამომრჩევლისთვის, ქუჩის, დესტრუქციის ნაცვლად, რაც არავისთვის არავითარი სიკეთის მომტანი არ არის, პროცესი მოლაპარაკებების ფორმატში გადავიტანოთ და მასში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც ჩავრთოთ“, - დაწერა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში.

კალაძის თქმით, წარსულს ჩაბარდა უბნების დარბევა, უბნებში ნიღბიანი, შეიარაღებული ადამიანების შევარდნა, საარჩევნო ყუთების გატაცება და ბიულეტენების მასიური განადგურება. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ჩატარებულ არჩევნებს შეიძლება ჰქონდეს ტექნიკური ხარვეზები, რომლებიც ყველა არჩევნებს თან სდევს.

„მათი გამოსწორებისთვის ჩვენ, საზოგადოებასთან, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ვმუშაობთ და ყველაფერს ვაკეთებთ. ამის ნათელი დადასტურებაა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და მისი შემდგომი პროცესიც - საჩივრების განხილვა, საჩივრების საფუძველზე ოპოზიციის უფლებამოსილ წარმომადგენელთა და არასამთავრობო ორგანიზაციათა უშუალო მონაწილეობით უბნების გადათვლა, მათი საფუძვლიანი პრეტენზიების გათვალისწინება და ა.შ“, - აღნიშნა კალაძემ.

მისი თქმით, არჩევნებზე ხალხის აქტიურობა ერთიანი გზავნილია ხელისუფლებისა და ოპოზიციისადმი, რომ მოლაპარაკების გზით საქმიან ატმოსფეროში პოლიტიკურ კონსენსუსს მიაღწიონ.

„გამოხატვის თავისუფლების ერთმა ფორმამ არ უნდა გადაფაროს და შეიწიროს მეორე. ჩვენმა მოსახლეობამ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა, ამიტომაც, მოდით განვაგრძოთ მუშაობა, რათა არცერთი ადამიანის, არც თქვენი და არც ჩვენი ამომრჩევლის ხმა არ დაიკარგოს!“ - დასასრულს აღნიშნა კალაძემ.

არჩევნები 2020: ცესკომ გადათვლილ ხმებთან დაკავშირებით ანგარიში წარმოადგინა >>

 

თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს (94)

მთავარი თემები