„დაუმორჩილებლობის აქციაზე“ დაკავებულთა სასამართლო საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს

© Sputnik / Vladimir Umikashviliმომიტინგეების დაკავება პარლამენტთან. 9.11.2020
მომიტინგეების დაკავება პარლამენტთან. 9.11.2020 - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტთან გამართული „დაუმორჩილებლობის აქციის“ დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებული სამი პირიდან ერთ-ერთს 1000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა. კიდევ ორი დაკავებულის სასამართლო პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება

თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლები თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქციას მართავენ, იუწყება პირველი არხი.

ბათუმი - Sputnik საქართველო
„დაუმორჩილებლობის ღამე" ბათუმში: შსს-მ კანონდამრღვევებს ჯარიმები გამოუწერა

ორშაბათს პარლამენტთან გამართული „დაუმორჩილებლობის აქციის“ დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ლექსო მაჭავარიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ 1000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა. კიდევ ორი დაკავებულის სასამართლო პროცესი აქციის ფონზე გრძელდება.

მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლების განცხადებით, სამივე პირი გუშინ სამართალდამცველებმა უკანონოდ დააკავეს.

სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიამ“ მთავრობის მიერ აკრძალულ საათებში თბილისში, პარლამენტთან დაუმორჩილებლობის აქცია ჩაატარა და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დიდ ქალაქებში 22:00 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა გააპროტესტა.

პოლიციამ ჯერ კიდევ აქციის დაწყებამდე სამი ადამიანი დააკავა, რომლებმაც აქციაზე კოცონის დასანთებად შეშა მიიტანეს. 

 „ბუნებრივია, ვაპროტესტებთ იმას, რაც ხდება ამ შენობაში და მთელ ქვეყანაში. არჩევნები ხომ წაგვართვეს, ხომ დაგვაბრმავეს, ახლა არაფრის გამო იჭერენ ადამიანებს და სცემენ პოლიციის შენობაში. გავაპროტესტებთ ბოლომდე, გავაპროტესტებთ სადაც საჭირო იქნება, ყველგან მივალთ, ყველა ელჩთან, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გიგა მაქარაშვილმა.

მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტი გიგა მაქარაშვილი - Sputnik საქართველო
„იქნება ცხელი სასმელი, მუსიკა, პლედები“ - ვინ დაარღვევს გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვას

ხელისუფლების განცხადებით, ღამით გადაადგილების აკრძალვა საჭიროა კორონავირუსის გავრცელების სწრაფი ზრდის შესაჩერებლად. ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ დაწესებული აკრძალვა პოლიტიკური ხასიათისაა და ამით მხოლოდ აქციის მონაწილეების მობილობა იზღუდება.

საქართველოში 31 ოქტომბერს არჩევნები გაიმართა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩენა შეძლო – მან პარლამენტში 150–დან 76 ადგილი მოიპოვა.

პარლამენტში შესულმა ოპოზიციურმა პარტიებმა ერთმანეთის მიყოლებით უარი განაცხადეს მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატის მანდატზე. მათ მიაჩნიათ, რომ არჩევნების შედეგები გაყალბდა და ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ. თბილისსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები დაიწყო. კვირას ცესკოსთან საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი გამოიყენა.

საქართველოს მთავრობა დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესებაზე მსჯელობს >>

მმართველ პარტიაში ოპოზიციის უკმაყოფილებას დესტრუქციულად აფასებენ და მათ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობასა და ვითარების ხელოვნურად დაძაბვაში ადანაშაულებენ. მმართველ პარტიაში არჩევნების გაყალბებას კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ იგი თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდა, რაზეც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შეფასებებიც მეტყველებს.

ყველა ახალი ამბავი
0