09:29 05 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0304
  • 100 RUB4.4551
  • USD3.3115
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
პოლიტიკური კრიზისი საქართველოში: შეფასებები და პროგნოზები (39)
56 0 0

ოპოზიციას მიაჩნია, რომ ღამის საათებში მოქალაქეების გადააადგილებაზე შეზღუდვები არაკონსტიტუციურია, მთავრობის მიერ დაწესებული სანქციები კი არალეგიტიმური.

თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციურ პარტიას „ლელო საქართველოსთვის“ ქვეყნის დიდ ქალაქებში მოქალაქეების გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეაქვს, განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა თორნიკე ართქმელაძემ. 

საქართველოს უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით 9 ნოემბრიდან ქვეყანაში 22:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება როგორც ქვეითად მოსიარულეების, ისე ავტომობილებისთვის, ასევე აკრძალულია საჯარო ადგილზე ყოფნა.

ამასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოხატეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა. 9–10 ნოემბრის ღამით მათ თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან და ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ საპროტესტო აქციები ჩაატარეს. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს 2000-ლარიანი ჯარიმები გამოუწერეს.

„ლელოს“ წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ღამის საათებში მოქალაქეების გადააადგილებაზე შეზღუდვები არაკონსტიტუციურია, მთავრობის მიერ დაწესებული სანქციები კი არალეგიტიმური.

„საქართველოს კონსტიტუცია პირდაპირ განსაზღვრავს, რომ ეპიდემიის დროს ადამიანის შეკრებისა და გადაადგილების უფლება, შესაძლოა, შეიზღუდოს მხოლოდ და მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს და პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტის საფუძველზე“, – განაცხადა სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე თორნიკე ართქმელაძემ.

მისი თქმით, ამის საფუძველზე მთავრობას უფლება არ აქვს შეზღუდოს ადამიანების გადააადგილების, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება. 

„მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს, მაქსიმალურად მოკლე ვადებში ჩანიშნოს განმწესრიგებელი სხდომა და განიხილოს საკითხი – უნდა შეჩერდეს თუ არა აღნიშნული რეგულაცია“, – აღნიშნა ართქმელაძემ.

ოპოზიცია საპროტესტო აქციების გამართვას აგრძელებს. მორიგი მასშტაბური მიტინგი შაბათს, 14 ნოემბერსაა დაგეგმილი.

ამასთან, ქვეყანაში ყოველდღიურად იზრდება კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ინფიცირების 2 970 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან დიდი ნაწილი თბილისზე მოდის.

თემები:
პოლიტიკური კრიზისი საქართველოში: შეფასებები და პროგნოზები (39)

მთავარი თემები