10:15 24 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (594)
78 0 0

ახალ პარლამენტში მმართველი პარტია საკანონმდებლო ორგანოში შესულ ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან აპირებს თანამშრომლობას.

თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერებმა OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს და არჩევნების მეორე ტურთან და 39 საარჩევნო უბანზე ხმების გადათვლის შედეგებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. 

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ამ შეხვედრაზეც გამოითქვა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გუშინდელი განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა.

„არჩევნები გლობალური პანდემიის ფონზე ჩატარდა, რაც ასევე აღნიშნეს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა. ჩვენ ვემზადებით მეორე ტურისთვის და ახალ პარლამენტში მუშაობისთვის, რომელიც უფრო პლურალისტური იქნება და უკეთ უპასუხებს იმ გამოწვევებს, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისთვის „ქართული ოცნება“ მზადაა ახალ პარლამენტში ყველა პარტიასთან იმუშაოს, მაშინ, როდესაც „ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი ცდილობს სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმის განხორციელებას“. თალაკვაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პოლიციამ ყველა გამოწვევას კანონის ფარგლებში უპასუხა.

„ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, თავს დაესხას ჩვენს დემოკრატიას და ეჭვქვეშ დააყენოს დემოკრატიული არჩევნების შედეგები“, – განაცხადა თალაკვაძემ. 

მისი თქმით, ოპოზიციასთან დიალოგისთვის წინაპირობა არჩევნების შედეგების პატივისცემაა, რომლის შემდეგაც მმართველი პარტია მზად იქნება ნებისმიერი მნიშვნელოვანი საკითხის განსახილველად.

„ჩვენ არჩევნების წინ და არჩევნების შემდეგაც ვთქვით, რომ პატივს ვცემთ ჩვენი საზოგადოების არჩევანს, ახლა დროა, რომ ოპოზიციამ თქვას იგივე. ნებისმიერი შემდგომი თანამშრომლობის წინაპირობაა, რომ ყველა მხარემ პატივი სცეს არჩევნების შედეგებს, ამის შემდეგ დავსხდებით, ვისაუბრებთ, ვითანამშრომლებთ და შევთანხმდებით, თუ როგორ ვუპასუხოთ ეკონომიკურ, სოციალურ გამოწვევებს, როგორ გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორია და როგორ მოვახდინოთ უფრო სწრაფი ინტეგრაცია ევროკავშირში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ხელახალი არჩევნების გამართვის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავს. იგი მზადაა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მაგიდას მიუჯდეს იმ შემთხვევაში, თუ განხილვის თემა ვადამდელი არჩევნების ჩატარება იქნება.

 

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (594)

მთავარი თემები