00:01 24 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს (83)
45 0 0

საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და მას არალეგიტიმურს უწოდებს. ისინი რამდენიმე დღეა თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციებს მართავენ.

თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. ცესკოსთან რამდენიმე ადამიანის დაშავება ოპოზიციის იმ უპასუხისმგებლო ლიდერების ბრალია, რომლებმაც მათ ცესკოსთან მისვლისკენ მოუწოდეს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში. 

საპარლამენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციამ კვირას, 8 ნოემბერს ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიასა და მთლიანად საარჩევნო ადმინისტრაციის გადადგომა მოითხოვა. საპროტესტო აქციები ჯერ პარლამენტთან, შემდეგ კი ცესკოსთან გაიმართა, სადაც პოლიციასთან დაპირისპირება მოხდა. მომიტინგეების დასაშლელად პოლიციამ წყლის ჭავლი და ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა. დაშავდა 30-მდე ადამიანი – პოლიციელები, აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები.

„ჩვენ გვსურს საზოგადოების გაერთიანება და ეს არის შესაძლებელი მხოლოდ არჩევნების შედეგების პატივისცემით და აღიარებით. საქმე არის პარლამენტში და არა ქუჩაში... წესრიგი ის არ არის, რისკენაც ოპოზიცია მოქალაქეებს აქეზებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი განმარტებით, ცესკოზე ძალადობრივი შეტევის მიზანი, სავარაუდოდ, ბიულეტენების განადგურება იყო.

„ბიულეტენების განადგურების შემდეგ, მაღალი ალბათობით, რადიკალური ოპოზიცია გამოვიდოდა და იტყოდა, რომ ცენტრალურ ოფისში დაცული ბიულეტენები აღარ არსებობს, არჩევნები აღარ არსებობს და უნდა ჩატარდეს თავიდან“, – განაცხადა თალაკვაძემ.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართა, რომლის შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და მას არალეგიტიმურს უწოდებს. ისინი პროტესტის ნიშნად სადეპუტატო მანდატებზე უარს აცხადებენ და არც არჩევნების მეორე ტურში გეგმავენ მონაწილეობის მიღებას. ოპოზიცია რამდენიმე დღეა თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციებს მართავს.

თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს (83)

მთავარი თემები