19:03 30 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს (93)
76 0 0

ვინც აკრძალვის მიუხედავად პროტესტის ნიშნად ღამე რუსთაველის გამზირზე გაატარა, სახლში საჯარიმო ქვითრით დაბრუნდა.

თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაპირები შეასრულა – „დაუმორჩილებლობის ღამეს“ ახალგაზრდული მოძრაობის აქტივისტებისა და ოპოზიციის ლიდერებისთვის „უფასოდ“ არ ჩაუვლია.

საქართველოს შვიდ ქალაქში და მათ შორის თბილისში 9 ნოემბრიდან 22:00-დან 05:00 საათამდე მოძრაობა შეიზღუდა. შეზღუდვის დარღვევისთვის 2 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმაა დაწესებული.

დაჯარიმებულთა შორის აღმოჩნდნენ არა მხოლოდ აქციის რიგითი მონაწილეები. მათ შორის არის ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, წარსულში საქართველოს პოლიციის აკადემიის რექტორი და უკრაინის ნაციონალური პოლიციის უფროსი ხატია დეკანოიძე. დაჯარიმებულები აცხადებენ, რომ ჯარიმას სასამართლოში გაასაჩივრებენ.

შსს-ში განაცხადეს, რომ მიმდინარეობს ყველა იმ პირის იდენტიფიკაცია, რომელმაც 22:00-დან 05:00 საათამდე საჯარო სივრცეში ყოფნის აკრძალვა დაარღვია, და მათ მიმართ საჯარიმო სანქციებს გამოიყენებს. ფიზიკური პირები დაჯარიმდებიან 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირები – 10 ათასი ლარით.

მთავრობის დადგენილებით თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთსა და ზუგდიდში 22:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება როგორც ქვეითად მოსიარულეების, ისე ავტომობილებისთვის, ასევე აკრძალულია საჯარო ადგილზე ყოფნა.

პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეთა და ოპოზიციის ლიდერთა ნაწილი დილამდე იმყოფებოდა. სამართალდამცველებმა ტერიტორია გვიან ღამით დატოვეს, მაგრამ, როგორც ჩანს, ყველა არ წასულა – დარჩენილმა ნაწილმა ჯარიმების გამოწერაზე იზრუნა.

ოპოზიციამ მორიგი მასშტაბური აქცია შაბათს, 14 ნოემბერს დააანონსა.

ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ახალ კენჭისყრას მოითხოვს, მართავს საპროტესტო აქციებს და პარალელურად არჩევნების შედეგებს ასაჩივრებს საარჩევნო ადმინისტრაციაში და სასამართლოში.

თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს (93)

მთავარი თემები