როგორ დასრულდა „კომენდანტის ღამე“ რუსთაველის გამზირზე

© Sputnik / Vladimir Umikashviliსაპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე
საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაუმორჩილებლობის აქციის მონაწილეები დაიშალნენ, მათ მთელი ღამე მუსიკის თანხლებითა და პოლიციის ზედამხედველობით გაატარეს, მაგრამ ამ დროის განმავლობაში არანაირი ინციდენტი არ მომხდარა.

თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. რუსთაველის გამზირზე ამ დროისათვის დაუმორჩილებლობის აქციის მონაწილეები აღარ იმყოფებიან.

მანიფესტანტებმა მთელი ღამე პარლამენტის შენობის წინ გაატარეს, რათა ხელისუფლებისთვის ეჩვენებინათ, რომ არ ემორჩილებიან მთავრობის მიერ დაწესებულ კომენდანტის საათს. მათ განაცხადეს, რომ თავიანთი მისია შეასრულეს და აკრძალვის მიუხედავად მთელი ღამე ქუჩაში გაატარეს.

აქცია პარლამენტთან. 9.11.2020 - Sputnik საქართველო
დაუმორჩილებლობა მუსიკის თანხლებით: რა ხდება ამ წუთებში პარლამენტთან

ახალგაზრდობასთან ერთად რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის ლიდერებიც იმყოფებოდნენ.

ღამემ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიუხედავად ხალხმრავლობისა, მშვიდად ჩაიარა. გასათბობად და გასართობად ახალგაზრდობა ცეკვავდა, მღეროდა და თამაშობდა. მათ პოლიცია ადევნებდა თვალს.

დაჯარიმდებიან თუ არა კომენდანტის საათის დამრღვევები, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

შსს-ში განაცხადეს, რომ მიმდინარეობს ყველა იმ პირის იდენტიფიკაცია, რომელმაც 22:00-დან 05:00 საათამდე საჯარო სივრცეში ყოფნის აკრძალვა დაარღვია, და მათ მიმართ საჯარიმო სანქციებს გამოიყენებენ.

დაუმორჩილებლობის ღამეს ოპოზიციის მასშტაბური აქცია უძღოდა წინ, რომელზეც საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებას მოითხოვდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0