ხედვა მოსკოვიდან: საქართველოში რევოლუცია არ მოხდება, მაგრამ სიტუაცია მშვიდობიანი არაა

© Sputnik / Seyran Baroyanოპოზიციის აქცია ბათუმში. 8.11.2020
ოპოზიციის აქცია ბათუმში. 8.11.2020 - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული ოპოზიცია, ექსპერტის აზრით, შეეცდება ხელისუფლებას რაც შეიძლება მეტი გამოსძალოს, მაგრამ როგორ მოახერხებს ამას – ეს სხვა საკითხია.

თბილისი, 9 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში საუბარი რევოლუციაზე არ არის, მაგრამ საპარლამენტო არჩევნების შედეგად საქართველოში დაწყებულ საპროტესტო აქციებს არ შეიძლება მშვიდობიანი ეწოდოს, მიიჩნევს დსთ-ის ქვეყნების ინსტიტუტის კავკასიის განყოფილების გამგე ვლადიმირ ნოვიკოვი.

დემონსტრანტების დაშლა ცესკოსთან - Sputnik საქართველო
შსს: პოლიციამ ცესკოსთან პროპორციული ძალა გამოიყენა

საპარლამენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციამ კვირას ცესკოს მთლიანი აპარატის გადადგომის მოთხოვნით მასშტაბური საპროტესტო აქცია გამართა ჯერ პარლამენტთან, შემდეგ კი ცესკოსთან, სადაც პოლიციასთან დაპირისპირება მოხდა. მომიტინგეების დასაშლელად პოლიციამ წყლის ჭავლი და ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა. არიან დაშავებულები და დაკავებულები.

„ჯერ ვერ ვიტყვით, რომ საუბარია ახალ 2003 წლის ანალოგიურ რევოლუციაზე ან, მით უმეტეს, 1992 წლის მოვლენების განმეორებაზე, როდესაც ზვიად გამსახურდია შეიარაღებული გზით დაამხეს“, – განუცხადა ნოვიკოვმა РИА Новости-ს.

თუმცა, მისი აზრით, საქართველოში არსებულ სიტუაციას არ შეიძლება მშვიდობიანი ეწოდოს.

„ვერ ვიტყოდი, რომ სიტუაცია მშვიდობიანად ვითარდება, თუნდაც იმიტომ, რომ არსებობს წყლის ჭავლის გამოყენების ფაქტები, გუშინდელი არეულობა თბილისის ცენტრში, და უცნობია, როგორ მივა ეს ყველაფერი მეორე ტურამდე“, – აღნიშნა ექსპერტმა.

მისი თქმით, ახლა ოპოზიცია შეეცდება ხელისუფლებას რაც შეიძლება მეტი გამოსძალოს.

ცესკო - Sputnik საქართველო
ცესკო: საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის მშვიდობიან ფორმატში ნებისმიერ თემაზე დიალოგისთვის

„მათ აქვთ პროგრამა–მაქსიმუმი – ესაა ახალი რიგგარეშე არჩევნები. პროგრამა–მინიმუმი, რომელსაც ისინი, რასაკვირველია, არ ახმაურებენ, მაგრამ, ვფიქრობ, ალბათ სწორედ ამის იმედი აქვთ – ესაა ერთგვარი კოალიციის და კიდევ ისეთი რაღაცის შექმნა, რასაც 2012-2013 წლებში „კოჰაბიტაცია“ ეწოდებოდა, ახალ არჩევნებზე და ახალ მთავრობაზე გადასვლა. რამდენად მოახერხებენ ამას – ეს სხვა საკითხია“, – დაასკვნა ნოვიკოვმა.

ოპოზიციურმა გაერთიანებამ ახალი საპროტესტო აქცია ორშაბათს, 18:00 საათზე საქართველოს პარლამენტის წინ დაიწყო. მომიტინგეები აცხადებენ, რომ არ აპირებენ ახალი შეზღუდვების დაცვას, რომელთა თანახმად, საქართველოს შვიდ დიდ ქალაქში ქუჩებში 22:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.

ყველა ახალი ამბავი
0