თბილისში ოპოზიციის მორიგი საპროტესტო აქცია დაიწყო

© Sputnik / Vladimir Umikashviliოპოზიციის საპროტესტო აქცია. 09.11.2020
ოპოზიციის საპროტესტო აქცია. 09.11.2020 - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი არჩევნების და თამარ ჟვანიას გადადგომის მოთხოვნას პოლიციის მოქმედების წინააღმდეგ პროტესტი დაემატა.

თბილისი, 9 ნოემბერი – Sputnik. ქართული ოპოზიციის მხარდამჭერები ორშაბათს, საღამოს დედაქალაქის ცენტრში მორიგ მიტინგზე შეიკრიბნენ.

კომპრომისი თუ... ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა? >>

აქცია ტრადიციულად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმართება. ადამიანებმა შეკრება ექვსი საათის შემდეგ დაიწყეს.

საპარლამენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციამ კვირას ცესკოს მთლიანი აპარატის გადადგომის მოთხოვნით მასშტაბური საპროტესტო აქცია გამართა ჯერ პარლამენტთან, შემდეგ კი ცესკოსთან, სადაც პოლიციასთან დაპირისპირება მოხდა. მომიტინგეების დასაშლელად პოლიციამ წყლის ჭავლი და ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა. არიან დაშავებულები და დაკავებულები.

შედეგად – ღამით აქციის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს, რათა ადამიანები არ დაავადებულიყვნენ, ასევე დაანონსდა ახალი აქცია ორშაბათისთვის. დღევანდელ აქციაზე ახალი არჩევნების და ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომის მოთხოვნას პოლიციის მოქმედების წინააღმდეგ პროტესტი დაემატა.

© video: Sputnik / Vladimir Umikashvili, Shota Nozadzeისევ წყლის ჭავლი თბილისში: ნოემბრის „ცივი შხაპის შემდეგ“ ოპოზიცია კვლავ მიტინგს მართავს
თბილისში ოპოზიციის მორიგი საპროტესტო აქცია დაიწყო - Sputnik საქართველო
ისევ წყლის ჭავლი თბილისში: ნოემბრის „ცივი შხაპის შემდეგ“ ოპოზიცია კვლავ მიტინგს მართავს

ჯერჯერობით უცნობია, როგორ გაგრძელდება აქცია 22:00 საათის შემდეგ: ეპიდვითარების მკვეთრი გაუარესების გამო შვიდ დიდ ქალაქში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე როგორც ქვეითთათვის, ისე ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილება შეიზღუდა. ოპოზიციამ განაცხადა, რომ არ აპირებს პროტესტების შეწყვეტას, თუმცა რაიმე კონკრეტული გეგმა ჯერ არ გაუხმოვანებია.

პრემიერი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევის მოწოდებაზე რეაქცია უნდა იყოს უმკაცრესი

31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, პარლამენტში შედის ცხრა პარტია, საიდანაც რვა ოპოზიციურია. ოპოზიცია ამ შედეგებს არ აღიარებს და არჩევნებს არალეგიტიმურს უწოდებს. ისინი პროტესტის ნიშნად სადეპუტატო მანდატებზე უარს აცხადებენ და არც არჩევნების მეორე ტურში გეგმავენ მონაწილეობის მიღებას. ოპოზიცია მეცხრე დღეა თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციებს მართავს.

მმართველი პარტია კატეგორიულად უარყოფს არჩევნების გაყალბებას და აცხადებს, რომ იგი თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, რასაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებიც ადასტურებენ.

ყველა ახალი ამბავი
0