18:01 28 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს (88)
94 0 0

ახალი არჩევნების და თამარ ჟვანიას გადადგომის მოთხოვნას პოლიციის მოქმედების წინააღმდეგ პროტესტი დაემატა.

თბილისი, 9 ნოემბერი – Sputnik. ქართული ოპოზიციის მხარდამჭერები ორშაბათს, საღამოს დედაქალაქის ცენტრში მორიგ მიტინგზე შეიკრიბნენ.

კომპრომისი თუ... ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა? >>

აქცია ტრადიციულად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმართება. ადამიანებმა შეკრება ექვსი საათის შემდეგ დაიწყეს.

საპარლამენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციამ კვირას ცესკოს მთლიანი აპარატის გადადგომის მოთხოვნით მასშტაბური საპროტესტო აქცია გამართა ჯერ პარლამენტთან, შემდეგ კი ცესკოსთან, სადაც პოლიციასთან დაპირისპირება მოხდა. მომიტინგეების დასაშლელად პოლიციამ წყლის ჭავლი და ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა. არიან დაშავებულები და დაკავებულები.

შედეგად – ღამით აქციის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს, რათა ადამიანები არ დაავადებულიყვნენ, ასევე დაანონსდა ახალი აქცია ორშაბათისთვის. დღევანდელ აქციაზე ახალი არჩევნების და ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომის მოთხოვნას პოლიციის მოქმედების წინააღმდეგ პროტესტი დაემატა.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ გაგრძელდება აქცია 22:00 საათის შემდეგ: ეპიდვითარების მკვეთრი გაუარესების გამო შვიდ დიდ ქალაქში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე როგორც ქვეითთათვის, ისე ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილება შეიზღუდა. ოპოზიციამ განაცხადა, რომ არ აპირებს პროტესტების შეწყვეტას, თუმცა რაიმე კონკრეტული გეგმა ჯერ არ გაუხმოვანებია.

31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, პარლამენტში შედის ცხრა პარტია, საიდანაც რვა ოპოზიციურია. ოპოზიცია ამ შედეგებს არ აღიარებს და არჩევნებს არალეგიტიმურს უწოდებს. ისინი პროტესტის ნიშნად სადეპუტატო მანდატებზე უარს აცხადებენ და არც არჩევნების მეორე ტურში გეგმავენ მონაწილეობის მიღებას. ოპოზიცია მეცხრე დღეა თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციებს მართავს.

მმართველი პარტია კატეგორიულად უარყოფს არჩევნების გაყალბებას და აცხადებს, რომ იგი თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, რასაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებიც ადასტურებენ.

თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს (88)

მთავარი თემები