01:50 02 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9722
  • 100 RUB4.3634
  • USD3.3185
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს (94)
102 0 0

ცოტა ხნის წინ ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ სიცივეში წყლის ჭავლის გამოყენება, თანაც პანდემიის პირობებში საერთაშორისო სტანდარტებით არასათანადო მოპყრობას უდრის.

თბილისი, 8 ნოემბერი - Sputnik. ცესკოს შენობასთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა წყლის ჭავლი კვლავ გამოიყენა.

ცოტა ხნის წინ ცესკოს შენობასთან, სადაც საპროტესტო აქცია გრძელდება, ვითარება დაიძაბა. აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში დარბევით ემუქრებიან. სამართალდამცველებმა წყლის ჭავლი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ მას შემდეგ გამოიყენეს, რაც მომიტინგეებმა გამყოფი ჯებირის გარღვევა და პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა საგნების სროლა დაიწყეს.

წყლის ჭავლის გამოყენების შედეგად აქციის რამდენიმე ადამიანი დაშავდა. 

ცოტა ხნის წინ ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ სიცივეში წყლის ჭავლის გამოყენება, თანაც პანდემიის პირობებში საერთაშორისო სტანდარტებით არასათანადო მოპყრობას უდრის.

დღეს პარლამენტთან გამართული აქციის მონაწილეებმა გადაინაცვლეს ცესკოს შენობასთან, რათა მისი ბლოკირება მოეხდინათ. აქციის მონაწილეებმა სცადეს ჯებირების გარღვევა, ნაწილობრივ მოახერხეს ეს, ხოლო შენობის პერიმეტრზე განლაგებულმა სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა. შსს-ში განაცხადეს, რომ ეს პროპორციული ძალის გამოყენება იყო.

დღეს ოპოზიციურმა პარტიებმა თბილისსა და ბათუმში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები გამართა. საქართველოს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ოპოზიციამ ულტიმატუმი წამოაყენა – ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვა და ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომა. თბილისში გამართული აქციის მონაწილეები ცენტრალური საარჩევნო კომისიისკენ გაემართნენ, ბათუმში კი მომიტინგეებმა აჭარის მთავრობის შენობის წინ კარვები გაშალეს.

შსს: პოლიციამ ცესკოსთან პროპორციული ძალა გამოიყენა >>

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართა. მის შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და მისი არალეგიტიმურობის ცნობას მოითხოვს. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა, რომლებიც წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტში მოხვდნენ, უკვე მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომლის მიხედვით მათ უარი თქვეს მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.

მმართველ პარტიაში ოპოზიციის უკმაყოფილებას დესტრუქციულად აფასებენ და მათ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობასა და ვითარების ხელოვნურად დაძაბვაში ადანაშაულებენ.

თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს (94)

მთავარი თემები