09:53 28 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს (86)
88 0 0

სახალხო დამცველმა პოლიციას მოუწოდა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ მაქსიმალურად ნაკლები ძალისმიერი მეთოდებით იმოქმედონ

თბილისი, 8 ნოემბერი - Sputnik. სიცივეში წყლის ჭავლის გამოყენება, თანაც პანდემიის პირობებში საერთაშორისო სტანდარტებით არასათანადო მოპყრობასაც უდრის, განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ცესკოს შენობასთან.

თბილისში, ცესკოს შენობასთან საპროტესტო აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლის გამოყენების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

სახალხო დამცველის განცხადებით, როდესაც ხდება პოლიციის მხრიდან  ძალის გამოყენება, ეს ძალა პროპორციული და ადეკვატური უნდა იყოს. ამ შემთხვევაში კი, როდესაც საკმაო რაოდენობის პოლიციელი იყო მობილიზებული და ხალხის რაოდენობაც არ ოყო ბევრი, სხვა ღონისძიებების გამოყენება შეიძლებოდა.

სახალხო დამცველმა აქვე ისიც აღნიშნა, რომ პოლიციელებს მომიტინგეები წყლის ჭავლის გამოყენების თაობაზე წინასწარ არ გაუფრთხილებიათ.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სამართალდამცველ ორგანოებს, მაქსიმალურად  ნაკლებად ძალისმიერი და შემზღუდავი მეთოდები გამოიყენონ“, - განაცხადა ლომჯარიამ.

დღეს პარლამენტთან გამართული აქციის მონაწილეებმა გადაინაცვლეს ცესკოს შენობასთან, რათა მისი ბლოკირება მოეხდინათ. აქციის მონაწილეებმა სცადეს ჯებირების გარღვევა, ნაწილობრივ მოახერხეს ეს, ხოლო შენობის პერიმეტრზე განლაგებულმა სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა. შსს-ში განაცხადეს, რომ ეს პროპორციული ძალის გამოყენება იყო.

ამჟამად ცესკოს მიმდებარე ტერიტორიაზე რჩებიან აქციის მონაწილეები. მათ კარავი გაშალეს და ცეცხლი დაანთეს. შენობის ირგვლივ პერიმეტრს სპეცრაზმი იცავს.

დღეს ოპოზიციურმა პარტიებმა თბილისსა და ბათუმში მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გამართა. საქართველოს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ოპოზიციამ ულტიმატუმი წამოაყენა – ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვა და ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომა. თბილისში გამართული აქციის მონაწილეები ცენტრალური საარჩევნო კომისიისკენ გაემართნენ, ბათუმში კი მომიტინგეებმა აჭარის მთავრობის შენობის წინ კარვები გაშალეს.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართა. მის შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და მისი არალეგიტიმურობის ცნობას მოითხოვს. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა, რომლებიც წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტში მოხვდნენ, უკვე მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომლის მიხედვით მათ უარი თქვეს მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.

მმართველ პარტიაში ოპოზიციის უკმაყოფილებას დესტრუქციულად აფასებენ და მათ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობასა და ვითარების ხელოვნურად დაძაბვაში ადანაშაულებენ.

თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს (86)

მთავარი თემები