„არ დავიშლებით, სანამ მოთხოვნები არ შესრულდება“: აქციის მონაწილეები ცესკოსთან კარავს შლიან

© Sputnik / STRINGERსიტუაცია ცესკოსთან. 8.11.2020
სიტუაცია ცესკოსთან. 8.11.2020 - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცოტა ხნის წინ პარლამენტიდან ცესკოს შენობასთან გადანაცვლებულმა აქციის მონაწილეებმა ცესკოს შენობის ირგვლივ არსებული ჯებირების გარღვევა სცადეს, ნაწილობრივ ეს მათ გამოუვიდათ. ამის შემდეგ სპეცრაზმმა მათ დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

თბილისი, 8 ნოემბერი - Sputnik. თბილისში, ცესკოს შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ - მათ კარავი გაშალეს და ცეცხლი დაანთეს.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
ცესკოსთან საპროტესტო აქციის დაშლისას ორი ადამიანი დაშავდა

ცოტა ხნის წინ პარლამენტიდან ცესკოს შენობასთან გადანაცვლებულმა აქციის მონაწილეებმა ცესკოს შენობის ირგვლივ არსებული ჯებირების გარღვევა სცადეს, ნაწილობრივ ეს მათ გამოუვიდათ. ამის შემდეგ სპეცრაზმმა მათ დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

რამდენიმე საათის წინ პარლამენთან გამართულ საპროტესტო აქციაზე ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენების მოთხოვნა გაჟღერდა. გარდა ამისა, გაისმა კიდევ ორი მოთხოვნა - ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

ცესკოსთან მყოფი აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სანამ ეს მოთხოვნები არ შესრულდება, ისინი არ დაიშლებიან. იქვე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიის ლიდერები.

„მე არ მესმის თამარ ჟვანიას რად უღირს ის, რომ აქ ამდენი ადამიანი ითხოვს სამართლიან არჩევნებს და იქ არის ამოფარებული ჩირგვებს. ყველაფერი იმაზე კარგად იქნება, ვიდრე წარმოგვიდგენია, რადგან თქვენ ხართ შეუდარებელი ადამიანები. გამძლეობა ყველაზე მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანია სამართლიანი, მშვიდობიანი ბრძოლა. ჩვენ წყალს ვერ გავუშვებთ, მათ აქვთ ყველაფერი, მაგრამ ჩვენ გვაქვს შიშველი ხელები და სიმართლე. არც ერთი ნაბიჯი უკან“, - განაცხადა „ნაციონალური მოძღაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ.

როგორ გამოიყენა პოლიციამ წყლის ჭავლი ცესკოს შენობასთან მომიტინგეების წინააღმდეგ - ვიდეო - Sputnik საქართველო
როგორ გამოიყენა პოლიციამ წყლის ჭავლი ცესკოს შენობასთან მომიტინგეების წინააღმდეგ - ვიდეო

ცესკოს შენობის პერიმეტრს პოლიცია და სპეცრაზმი იცავს. 

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართა. მის შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და მისი არალეგიტიმურობის ცნობას მოითხოვს. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა, რომლებიც წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტში მოხვდნენ, უკვე მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომლის მიხედვით მათ უარი თქვეს მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.

საოლქო საარჩევნო კომისიებში კენჭისყრის დღეს და შემდგომ დღეებში დაახლოებით 1 800 საჩივარი შევიდა, კენჭისყრის დღესთან დაკავშირებული საჩივრები ძირითადად პროცედურულ საკითხებს შეეხებოდა, ხოლო კენჭისყრის დღის შემდგომი საჩივრები – საუბნო საარჩევნო კომისიების შედეგებსა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების კანონიერებას.

 

ყველა ახალი ამბავი
0