00:52 25 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9447
  • 100 RUB4.3629
  • USD3.3193
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს (84)
89 0 0

პოლიცია პერიოდულად იყენებს წყლის ჭავლს და მომიტინგეებს ცესკოს შენობასთან მიახლოების საშუალებას არ აძლევს. ცესკოს შენობის ირგვლივ პერიმეტრს სპეცრაზმი იცავს. ადგილზე უკვე იკრიბებიან ოპოზიციის ლიდერებიც.

თბილისი, 8 ნოემბერი - Sputnik. რუსთაველის გამზირიდან ცესკოს შენობასთან გადანაცვლებულმა აქციის მონაწილეებმა შენობის ირგვლის მდებარე გამყოფი ღობის გარღვევა მოახერხეს, რის შემდეგაც პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა.

პოლიცია პერიოდულად იყენებს წყლის ჭავლს და მომიტინგეებს ცესკოს შენობასთან მიახლოების საშუალებას არ აძლევს. წყლის ჭავლის გამოყენების შედეგად რამდენიმე მომიტინგე დაშავდა.

ცესკოს შენობის ირგვლივ პერიმეტრს სპეცრაზმი იცავს. ადგილზე უკვე იკრიბებიან ოპოზიციის ლიდერებიც.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან ცესკოს შენობასთან გადაენაცვლათ. მისი თქმით, მოხდება ცესკოს შენობის პარალიზება, „ ვერავინ იქ ვეღარ შევა, და ვერავინ იქედან ვეღარ გამოვა, სანამ არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები, იქ ვიდგებით ყველანი“.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართა. მის შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და მისი არალეგიტიმურობის ცნობას მოითხოვს. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა, რომლებიც წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტში მოხვდნენ, უკვე მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომლის მიხედვით მათ უარი თქვეს მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.

 

 

 

თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს (84)

მთავარი თემები