18:21 30 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (269)
58 0 0

აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართა. ოფიციალური გამარჯვებული ჯერ არ გამოცხადებულა, მაგრამ დემოკრატების კანდიდატს ამომრჩეველთა კოლეგიის საკმარისზე გაცილებით მეტი - 290 ხმა აქვს

თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ახლად არჩეულ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, ამის შესახებ ზურაბიშვილი Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე წერს.

 

„საქართველოს, კავკასიის რეგიონსა და მსოფლიოს სჭირდება თავისუფალი, ძლიერი და დემოკრატიული ამერიკა. მოუთმენლად ველოდები თქვენთან მუშაობას, რათა ჩვენი ორი ქვეყნის თანამშრომლობა და კავშირები კიდევ უფრო გავამყაროთ და გავაღრმავოთ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილი პერსონალურად ულოცავს ახლად არჩეულ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს, როგორც აშშ-ის ისტორიაში პირველ ვიცე-პრეზიდენტ ქალს და მას წარმატებებს უსურვებს.

ჯო ბაიდენს გამარჯვება ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მიულოცა.

აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართა. ოფიციალური გამარჯვებული ჯერ არ გამოცხადებულა, მაგრამ დემოკრატების კანდიდატს ამომრჩეველთა კოლეგიის საკმარისზე გაცილებით მეტი - 290 ხმა აქვს, როდესაც გამარჯვებისთვის საჭიროა 270 ხმა. მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აქვს 214 ხმა. 

ჯო ბაიდენს გამარჯვება მსოფლიოს ბევრმა ლიდერმა უკვე მიულოცა.

ტრამპმა ჯერ კიდევ 4 ნოემბრის ღამეს თავი გამარჯვებულად გამოაცხადა, ხოლო დემოკრატები „არჩევნების მოპარვის“ მცდელობაში დაადანაშაულა. გარდა ამისა, მან რამდენჯერმე მოითხოვა ხმების დათვლის შეჩერება, რადგან არჩევნების მეორე დღეს ფოსტით მიღებულ ბიულეტენებს უკანონოს უწოდებს.

ტრამპის შტაბი რამდენიმე შტატში ხმების გადათვლასაც მოითხოვს. მათ ფოსტით მიღებული ხმების კანონიერებასთან დაკავშირებით სასამართლოში რამდენიმე სარჩელი აქვთ შეტანილი.

 

თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (269)

მთავარი თემები