11:07 24 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (594)
44 0 0

თბილისისგან განსხვავებით, ზუგდიდის აქციამ მშვიდად ჩაიარა - პროტესტის შემდეგ ოპოზიციონერები დაიშალნენ, თუმცა პირობა დადეს, რომ შეუერთდებიან აქციებს, რომლებიც თბილისსა და ბათუმში გაიმართება

თბილისი, 7 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციის წარმომადგენლები არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ საოლქო კომისიების შენობებთან პროტესტს აგრძელებენ -ამჯერად ეპიცენტრი იყო ზუგდიდში, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა. წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდში ვერცერთმა კანდიდატმა ხმების უმრავლესობა ვერ მოიპოვა და იქ მეორე ტური გაიმართება.

რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა საოლქო კომისიის შენობასთან ტრადიციული ლოზუნგებით - „ხმების ქურდები“, „გამყალბებლები“. მათ კომისიის შენობაზე სტიკერები გააკრეს.

Акция протеста у окружной избирательной комиссии в регионе Самегрело в Зугдиди
© Sputnik / STRINGER
ოპოზიციის საპროტესტო აქცია ზუგდიდში

თბილისისგან განსხვავებით, ზუგდიდის აქციამ მშვიდად ჩაიარა - პროტესტის შემდეგ ოპოზიციონერები დაიშალნენ, თუმცა პირობა დადეს, რომ შეუერთდებიან აქციებს, რომლებიც თბილისსა და ბათუმში გაიმართება.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (594)

მთავარი თემები