00:53 02 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9722
  • 100 RUB4.3634
  • USD3.3185
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (1211)
69 0 0

სუს-ში აცხადებენ, რომ გამოძიების ფარგლებში დადგინდა და გამოიკითხა ის პირი, რომელმაც ირაკლი კობახიძეს ზემოაღნიშნული სიები მიაწოდა.

თბილისი, 7 ნოემბერი - Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსხურში (სუს) ხელისუფლების დამხობის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში დღეს ექვსი მოწმის დაკითხვა იგეგმება. იუწყება „პირველი არხი“.

უწყების განცხადებით, საქმეზე გამოძიება ოპერატიული ინფორმაციის მიღების საფუძველზე 6 ნოემბერს დაიწყო, რომლის მიხედვითაც კონკრეტული პირები საპარლამენტო არჩევნებში მათთვის არასასურველი შედეგის შემთხვევაში ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობასა და სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდნენ. გეგმის სათავეში მყოფი პირები კი მობილურ ჯგუფებს ყოფილი სამართალდამცველებისა და სამხედრო მოსამსახურეებისგან აკომპლექტებდნენ.

გამოძიების ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები, გამოიკითხნენ მოწმეები, ასევე გამოიკითხა საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი კობახიძე, რომელმაც, სუსის ინფორმაციით, გამოძიებას იმ დაჯგუფებათა სია წარუდგინა, რომელთა გამოყენებას კონკრეტული პოლიტიკური ლიდერები საარჩევნო პერიოდში ძალადობრივი ქმედებების განსახორციელებლად აპირებდნენ.

სუს-ში აცხადებენ, რომ გამოძიების ფარგლებში დადგინდა და გამოიკითხა ის პირი, რომელმაც ირაკლი კობახიძეს ზემოაღნიშნული სიები მიაწოდა.

უწყებაში ან აკონკრეტებენ იმ პირთა ვინაობას, რომელთა გამოკითხვაც იგეგმება.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს შეთქმულებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 5-დან 8 წლამდე.

„პასუხს ოპოზიცია აგებს“ – კობახიძე მონოპარტიული პარლამენტის პერსპექტივაზე >>

ირაკლი კობახიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“, გარდა ოფიციალური საარჩევნო შტაბისა, გახსნილი აქვს ე.წ. რევოლუციური შტაბი, რომელსაც ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობს. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა აღნიშნული ინფორმაცია კატეგორიულად უარყვეს.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდა. მმართველი პარტიის წარმომადგენლების თქმით, რამდენიმე საარჩევნო უბანთან შეიარაღებული ადამიანები დააფიქსირეს.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (1211)

მთავარი თემები